ჭიდაობა

17:02 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა მსუბუქად და სუსტად დაიწყეს

მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და რამდენიმე საათში უმსუბუქესი წონის – 55 კილოგრამის ჩემპიონ-პრიზიორებსაც გამოავლენენ. ფინალური პროგრამა საქართველოს ნაკრების წარმომადგენლის გარეშე ჩაივლის. ბესიკ გუჩაშვილი ძირითად ბადეს მერვედფინალიდან დაემშვიდობა, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შანსი კი არ მიეცა, რადგან ფინალს ვერც მისმა მძლეველმა – ირანელმა ჰასან ფერმან რაჰიმმა მიაღწია.
გუჩაშვილი ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ირანელთან დაპირისპირებამდე ჩინელი მუდე ქი ჩამოიცილა. 55 კილოგრამის ოქროს მედლისთვის რუსი ვიქტორ ლებედევი და აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგაროვი იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.165927