ჭადრაკი

18:13 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი ფესტივალ “სამაისო კავკასიას” მასპინძლობს

თბილისი ფესტივალ “სამაისო კავკასიას” მასპინძლობს, რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის 7 და 9 წლამდე მოჭადრაკე გოგონები და ბიჭები მონაწილეობენ.

თითოეული გუნდი 4 გოგონა და ამდენივე ვაჟითაა დაკომპლექტებული. დღეს გაიმართა ორი ტური. პირველი ტური მასპინძლებმა 5:3 მოიგეს. მეორე ტურში სტუმრებმა შეძლეს რევანშის აღება და 4,5:3,5 გაიმარჯვეს. ხვალ, 28 მაისს ჩატარდება მომდევნო, ორი ტური და გამარჯვებული ამის შემდეგ გამოვლინდება.

აღნიშნული ფესტივალი (“სამაისო კავკასია”) საქართველოსა (26 მაისი) და აზერბაიჯანის (28 მაისი) დამოუკიდებლობის დღეებს ეძღვნება.

ფესტივალის დახურვა ხვალ, 28 მაისს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 19 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095673