ძიუდო

18:17 | 27.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მსოფლიო თასს ძიუდოში 18 ქვეყნის არბიტრი მოემსახურება

28-29 იანვარს თბილისში გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებას ძიუდოში, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, 18 ქვეყნის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მოემსახურება.
დღეს, არბიტრებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი შეხვდა და სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერებინა. სეოკ-ის პრეზიდენტმა სტუმრები გულთბილად მიიღო და ხაზი გაუსვა მათ უდიდეს დამსახურებასა და პროფესიონალიზმს.
ნაცვლიშვილმა ახლახანს სეოკ-ის ორგანიზებით ჩატარებულ მწვრთნელთა და მსაჯთა სემინარზე ისაუბარაა და აღნიშნა, რომ ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური სპორტის სახეობაა მსოფლიოში. სეოკ-ის პრეზიდებნტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სპორტის ეს ულამაზესი სახეობა მისთვის უცხო არ არის და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობამდე ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. აქედან გამომდინარე. ძიუდოს სამყარო მისთვის ძალიან ახლობელია.
შეხვედრის დასასრულს, ნაცვლიშვილმა არბიტრებს წარმატებები უსურვა, როგორც თბილისის მსოფლიო თასზე, ასევე მომავალ სპორტულ ღონისძიებებზე. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული 18 მსაჯიდან 15 ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს მოემსახურება. ისიც სათქმელია, რომ მათგან არაერთს ორი და სამი ოლიმპიადაც უმსაჯიათ.

 

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.223229