მოჭადრაკე ქალთა გრან პრის გათამაშების ბოლოსწინა, მეხუთე ეტაპზე, რომელსაც 2014 წლის 18-დან 2 ივნისის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს, გრან პრის მონაწილეთა საუკეთესო შედგენლობა გამოვა. ესენი არიან: ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2597), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585), ნანა ძაგნიძე |(საქართველო, 2554), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2547), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2530), ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი, 2510), ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი, 2505), ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2499), ანა უშენინა (უკრაინა, 2477), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 24660), ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2312). დანარჩენ მოჭადრაკეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უშენინა მსოფლიოს მოქმედი, ხოლო იფანი და სტეფანოვა ექსჩემპიონები არიან.
შეგახსენებთ, რომ გრან პრი ექვსი ეტაპისგან შედგება. გრან პრის თითოეული მონაწილე 4 ეტაპში მიიღებს მონაწილეობას, მათგან სამი საუკეთესოს ქულები დაითვლება. გრან პრის გამაჯვებული, 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის შემდეგ, გრან პრის გათამაშებას ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი ლიდერობს, რომელმაც ჟენევის (შვეიცარია) ეტაპი მოიგო, 160 ქულა მიიღო და მეორე ეტაპის დაწყების წინ, რომელიც 15-29 ივნისს დილიჟანში (სომხეთი) ჩატარდება, ერთპიროვნული ლიდერია.







