ძიუდო

17:30 | 5.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ხუბულურმა ძიუდოს ფედერაციაში საპრეზიდენტო განაცხადი შეიტანა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები ისე ერთსულოვნად ვერ ჩაივლის, 26 ნოემბრის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის გადადების შემდეგ რომ ეგონათ ძიუდოში მოტრიალეთ. პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატებმა მამუკა ხაბარელმა და დავით ხახალეიშვილმა მაშინ კანდიდატურები ერთხმად მოხსნეს და გზა ახალ კანდიდატს – დავით ქევხიშვილს დაუთმეს, რომელიც ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ვარიანტი იყო.
ახალი ყრილობა 10 დეკემბრისთვის დაიგეგმა. ყველა უკონკურენტო არჩევნებს ელოდა, მაგრამ გუშინ, ძიუდოს ფედერაციაში მეორე, არანაკლებ კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო განაცხადი შევიდა. ხმის უფლების მქონე დელეგატებს ბოლო ინფორმაციით, ქევხიშვილსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ თემურ ხუბულურს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.
საპრეზიდენტო განაცხადის შესატანად დაწესებული ვადა არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 7 დეკემბერს იწურება და გამორიცხული არაა, უახლოეს ორ დღეში სხვა კანდიდატი ან სულაც კანდიდატებიც გამოჩნდნენ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095928