ინტერვიუები

16:47 | 1.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

თეოფანის გეკასი: “ქართველები თამაშს ჩაკეტავენ”

საბერძნეთის ნაკრების ფორვარდმა თეოფანის გეკასმა ათენურ რადიოს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი 3 სექტემბრის მატჩსაც ეხება: გეცოდინებათ, ათენის “გეორგიოს კარაისკაკისზე” ელინელები საქართველოს ნაკრებს დაუხვდებიან. გეკასი კი ის ფეხბურთელია, რომელიც ლევან კობიაშვილთან ერთად თამაშობდა გერმანულ “ჰერტაში”, მიმდინარე სეზონი კი ბუნდესლიგურ “აინტრახტში” დაიწყო.
-    რას იტყვით ქართველებთან მატჩზე?
-    ძნელი თამაში გვექნება. სიფრთხილე გვმართებს. სეზონი ახალდაწყებულია და იდეალურ ფორმაში რომ არ ვიყოთ, არცაა გასაკვირი. ბრძოლა მოგვიწევს, რათა წარმატებული სტარტი ავიღოთ, ანუ სამი ქულა მოვიპოვოთ.
-    რა განსხვავებაა ოტო რეჰაგელსა და ფერნანდო სანტუშს შორის?
-    ყველა მწვრთნელი განსხვავებულია და თავისი მიდგომა აქვს. სხვა სათამაშო სტილია, სანტუში უფრო მაღალ ტემპში თამაშს ითხოვს. ახალი ფეხბურთელები არიან ნაკრებში და ეს ყოველთვის საინტერესოა. იმედია, კარგად აუღებენ ალღოს.
-    უშუალოდ საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?
-    ისინი საკუთარი კარის ახლოს ითამაშებენ და შეეცდებიან, იქ მისასვლელი გზა ჩაგვიკეტონ. მოთმინება უნდა ვიქონიოთ და გოლის გატანას აუცილებლად მოვახერხებთ. მთავარია, სულელური შეცდომები არ დავუშვათ.
-    შეგიძლიათ თქვათ, რომ საბერძნეთი ჯგუფის  ფავორიტია?
-    ჩვენ და ხორვატია ფავორიტები ვართ. ეს უდავოა, მაგრამ მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.
-    იოანის ამანატიდისი და სოტირის კირიაკოსი ნაკრებიდან წავიდნენ. ამაზე რას იტყვით?
-    ნებისმიერი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მიზეზები მხოლოდ ამანატიდისმა და კირიაკოსმა იციან.

მოამზადა ილია ნანობაშვილმა

 
 

0.093636