ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიელ თანატოლებს 3 გოლი გაუტანა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტურნირის 23 საუკეთესო ფეხბურთელის სია. საუკეთესოთა თითქმის ნახევარი, 11 მოთამაშე ესპანელია, ხოლო საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ტიაგო ალკანტარა დასახელდა.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მოხვდნენ:
მეკარეები: ფრანჩესკო ბარდი (იტალია), დავიდ დე ხეა (ესპანეთი), ორიენ ნილანდ ჰასკიოლდი (ნორვეგია);
მცველები: მარკ ბარტრა (ესპანეთი), ლუკა კალდიროლა (იტალია), ინიგო მარტინესი (ესპანეთი), ბრუნო მარტინს ინდი (ჰოლანდია), მარტინ მონტოია (ესპანეთი), ალბერტო მორენო (ესპანეთი), სტეფან სტრანდბერგი (ნორვეგია);
ნახევარმცველები: ალან ძაგოევი (რუსეთი), ლევის ჰოლტბი (გერმანია), ასიერ ილიარამენდი (ესპანეთი), ისკო (ესპანეთი), კოკე (ესპანეთი), ადამ მაერი (ჰოლანდია), ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი), მარკო ვერატი (იტალია);
თავდამსხმელები: ფაბიო ბორინი (იტალია), ლუუკ დე იონგი (ჰოლანდია), ალვარო მორატა (ესპანეთი), როდრიგო (ესპანეთი), გეორგინიო ვეინალდუმი (ჰოლანდია).









