ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. L’Equipe-ს ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ძალზე ახლოს არიან.
“ძალიან მალე, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. სადღეისოდ, მხოლოდ რამდენიმე პუნქტი დაგვრჩა შესათანხმებელი. პარიზიდან აბარგების მიზეზი არ მაქვს. პსჟ-სთან ერთად, აღმასვლას განვაგრძობ”, - განაცხადა 31 წლის შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო მოტა პსჟ-ში 2012 წლის იანვარში, მილანის “ინტერიდან” გადავიდა.







