ფეხბურთი

14:35 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგომ დაადასტურა: “ბაიერნში” მინდა”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა თავისი სურვილი El Mundo Deportivo-ს გაუმხილა.

“ბაიერნში” თამაში მინდა. იმედია, ეს ტრანსფერი შედგება”, - განაცხადა 22 წლის შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ტიაგო საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითაც ევროპული გრანდების კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093262