ჭიდაობა

20:20 | 18.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

თითო ვერცხლი და ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს “ოქროს გრან-პრი” 2 მედლით ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ცირეკიძე და მძიმეწონისანი დიმიტრი ჯავახიშვილი ავიდნენ.
ცირეკიძემ აზერბაიჯანელი სამურაი მუსტაფაევის, ყაზახი ასხატ დილმუხამედოვისა და პოლონელი იაკუბ კაზიმიერზ ტიმის ძლევის შემდეგ, ფინალში უნგრელ პეტერ ბაკშისთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. იმავე ბაკშიმ ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვან წევრს, მანუჩარ კვირკველიასაც აჯობა და რეპეშაჟის ფინალში გაისტუმრა, მაგრამ საბოლოოდ კვირკველია სულაც სამეულს მიღმა დარჩა.
120 კილოგრამში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ჯავახიშვილი და შოთა გოგისვანიძე დაუპირისპირდნენ და ჯავახიშვილმა იმარჯვა, გოგისვანიძე კი, მე-5 ადგილს დასჯერდა.
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.098091