ბრემენის “ვერდერის” ყოფილი თავკაცი თომას შააფი აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.
53 წლის შააფმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ფრანკფურტის “აინტრახტთან”, რომელმაც განვლილ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “აინტრახტის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. მან არმინ ფე შეცვალა.
შააფმა საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა ბრემენის “ვერდერში” გაატარა, რომელიც 2013 წელა დატოვა. ერთწლიანი პაუზის მერე, მან მწვრთნელობა განაახლა.





