ინტერვიუები

14:31 | 5.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე აფციაური: “აზერბაიჯანში უკეთესი ინფრასტრუქტურაა, ვიდრე საქართველოში”

აზერბაიჯანულ “ყარაბაღთან” ამხანაგური მატჩის (0:2) შემდეგ, “ზესტაფონის” ნახევარმცველმა თორნიკე აფციაურმა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.
თორნიკე აფციაური: “ყარაბაღთან” მატჩი ჩვენთვის შეკრებაზე პირველი იყო. ფიზიკურად ვემზადებით და დაღლილობის ფონზე ვითამაშეთ. პირველი მატჩისთვის ნორმალურად გამოვიყურებოდით”.
- რას იტყვით“ყარაბაღის” თამაშზე, რომელმაც შეკრება უკვე დაასრულა?
- “ყარაბაღის” შემადგენლობაში ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები თამაშობენ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანის ჩემპიონატი მალე განახლდება. “ყარაბაღი” მისთვის მზად უნდა იყოს.
- “ყარაბაღი” “ზესტაფონს” გაგონებთ?
- შეიძლება ასეც ითქვას. ამ გუნდს კარგი სათამაშო სტილი და ადგილობრივი ფეხბურთელები ჰყავს. ეტყობა, რომ სოლიდური კლუბია. იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანში ვთამაშობდი, “ყარაბახს” თავისი სათამაშო სტილი არ დაუკარგავს.
- ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ციკლში “ნეფთჩისთან” მატჩი გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. რა დამავიწყებს?!
- როგორი მოგონება დაგრჩათ?
- უძლიერესმა გაიმარჯვა. იმ მომენტში ასეთი “ნეფთჩი” აღმოჩნდა. ჩვენ რაც შეგვეხება, სათადარიგო სკამთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ზოგიერთმა მოთამაშემ გუნდი დატოვა და შევსება ვერ მივიღეთ.
- შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ “ნეფთჩი” ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდებოდა, სადაც 3 ქულას დააგროვებდა და მილანის “ინტერთან” “ჯუზეპე მეაცაზე” ფრეს ითამაშებდა?
- საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში ფეხბურთი პროგრესირებს. ეს ძალიან შესამჩნევია. ადრე მოთამაშეებს იწვევდნენ, მაგრამ სტადიონები არ იყო. აზერბაიჯანში უკეთესი ინფრასტრუქტურაა, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან სამ-ოთხ გუნდს აქვს არცთუ ცუდი პირობები, ხოლო აზერბაიჯანში ბევრ კლუბშია კარგი ფინანსური მდგომარეობა, ბაზები და სტადიონები.
- ევროტურნირებზე აზერბაიჯანულ კლუბთან შეხვედრა კვლავ გსურთ?
- დიახ. რევანშის აღება მინდა.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
ფოტო fczestafoni.ge
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154826