ინტერვიუები

15:17 | 21.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "შახტარში" თამაშისთვის ვიბრძოლებ"

დღეს უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტური იმართება და თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩივეცი", სავარაუდოდ, გავარდნას ვერ გადაურჩება. გარდა იმისა, რომ მარიუპოლელებმა შინ კიევის "დინამოს" უნდა სძლიონ (ჯერ სათქმელად როგორ ჟღერს...), "სევასტოპოლმა" ან "კრივბასმაც" უნდა წაიფორხილონ.
ოქრიაშვილს უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" ესაუბრა, თუმცა ამ ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ - გავარდნა-არგავარდნის შანსებზე საუბარი აქტუალური აღარ იქნება. მთავარია, რა ელის თორნიკეს ამ ზაფხულს და რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას:
- ალბათ, კრიტიკული სატურნირო მდგომარეობის ბრალია თქვენი გარკვეული შიში მინდორზე...
- პირადად ჩემთვის შიში არ არსებობს. ყოველთვის დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში. ნებისმიერ მეტოქესთან ისე ვთამაშობ, როგორც შემიძლია. როცა თამაშობ, სატურნირო ცხრილზე არ ფიქრობ.
- როდის იწურება თქვენი განათხოვრების ვადა?
- კიევის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ.
- იმედი გაქვთ, რომ დონეცკის "შახტარი" "გაგრადან" თქვენს ტრანსფერს გამოისყიდის?
- რა თქმა უნდა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა დონეცკელთა მწვრთნელებისგან დაინტერესება დავიმსახურო. მესმის, რომ "შახტარში" ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, იქ ხომ ბრაზილიელები თამაშობენ. თუმცა, ეს არ მაშინებს და ვიბრძოლებ.
- მირჩა ლუჩესკუ პირადად შეგეხმიანათ?
- არა, თუმცა ვიცი, რომ ლუჩესკუ ყურადღებით აკვირდება ახალგაზრდა ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, მან იცის ჩემი თამაშის ხარისხის შესახებ.
- ნაკრებში გიძახებენ?
- დიახ. ეროვნულ ნაკრებშიც მიმიწვიეს და სლოვენიასთან 40 წუთი ვითამაშე. 2:1 მოვიგეთ.
- 19 წლის ასაკში მოხვდით ეროვნულ ნაკრებში?
- არა, 18 წლის ვიყავი. 17 წლისა კი 21-წლამდელებში ვთამაშობდი.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ინტერესდება თქვენი საკლუბო გამოსვლებით?
- რა თქმა უნდა. მას მუდმივი კონტაქტი აქვს ჩემს მენეჯერთან. ეროვნული ნაკრებიდან ჩემს მიმართ ინტერესი არის.
- დაბოლოს, კიევის "დინამოს" რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ არ ისურვებდით თამაშს?
- იარმოლენკო, გუსევი, მილევსკი... თუმცა, ძალიან მინდა შევჩენკო ჩამოვიდეს. მასთან თამაში ნებისმიერის ოცნებაა.    
 

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098706