კალათბურთი

11:00 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია D ლიგაში ორმაგი დუბლით დაბრუნდა

"ბრუკლინ ნეთსში" მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო, პი ჯეი კარლესიმომ თორნიკე შენგელია კვლავ ნბა-ს D ლიგის გუნდ "სპრინგფილდ არმორზში" გააგზავნა. დღეს გამთენიისას ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გუნდი "ფორდ ვეინ მედ არტსს"'დაუპირისპირდა და 110:119 დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად წაგებული მატჩისა, თორნიკე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. შენგელია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 38:39 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 21 ქულა (6-11 ორქულიანი, 1-5 სამქულიანი, 6-11 საჯარიმო), 10 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 9 დაკარგვა იყო.
ზაზა ფაჩულია და მისი "ატლანტა" 6-მატჩიან გასვლით ტურნეს აგრძელებენ. ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, "ჰოუქსი" არიზონაში Fშესანიშნავ ფორმაში მყოფ "ფინიქსთან" დამარცხდა - 87:92. ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 24:42 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ საკუთარ გუნდს 8 ქულა (2-2 ორქულიანი, 4-4 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა.
მიუხედავად დღევანდელი წარუმატებლობისა, "ატლანტამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში (33 მოგება და 24 მარცხი) მეოთხე ადგილი მაინც შეინარჩუნა და კარგ შანსს იტოვებს, რომ პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლოს.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096816