კალათბურთი

0:35 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

რამდენიმე საათის წინ ნიუ იორკის კლინიკაში დასრულდა ოპერაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდ თორნიკე შენგელიას გაუკეთეს. მოგეხსენებათ, შენგელიას მარჯვენა ფეხის მუხლი აწუხებდა და ექიმების რეკომენდაციით, ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

ოპერაციამ ერთ საათს გასტანა და ნორმალურად ჩაიარა. შენგელია ნარკოზიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა და თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანში იქნება მწყობრში შენგელია, სექტემბერში მისი ევროპის ჩემპიონატზე თამაში გამორიცხულია.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09181