ავტოსპორტი

21:15 | 1.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

”ტორო როსო SRT6” - ისევ მოკრძალებული მიზნები

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ვალენსიაში ჩაატარა, ”ტორო როსოა”. იტალიურმა გუნდმა, რომელიც ”რედ ბულის” ჯგუფში შედის, მეორედ წარადგინა საკუთარი ძალებით შექმნილი სარბოლი ავტომობილი SRT6, რომელსაც ავსტრიული გუნდის მანქანასთან საერთო არაფერი აქვს.
ბევრი გუნდისგან განსხვავებით, ”ტორო როსოს” მანქანას შარშანაც მკვეთრად აწეული ცხვირი ჰქონდა და ბუნებრივია, ახალი მანქანაც ასეთია. და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ის შარშანდელი მოდელისგან ბევრი არაფრით განსხვავდება. მთავარი სიახლე ამ შემთხვევაში უკანა, რეგულირებადი ანტი ფრთაა. ასევე, შეცვლილია მანქანის უკანა ნაწილის მოყვანილობა - იქ ვეღარ ნახავთ ორმაგ დიფუზორს, რომელზეც ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა აკრძალვა დააწესა.
ფაენცაში (იტალია) ბაზირებულ გუნდს ამ სეზონშიც მოკრძალებული მიზნები აქვს - მისთვის მთავარი ქულების რეგულარულად მოპოვება და კონსტრუქტორთა პირველობაზე მერვე ადგილის დაკავებაა. არადა, ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც მანქანა ”ფერარის” ძრავით, ტრანსმისიით და კერს-ით იქნება აღჭურვილი.
ისევე როგორც შარშან, ”ტორო როსოს” ბოლიდების მართვა შვეიცარელ სებასტიან ბუემის და ესპანელ ხაიმე ალგერსუარის მიანდეს, თავისუფალ პრაქტიკებზე კი ასპარეზობის საშუალება ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს მიეცემა.
ამგვარად, დარჩა ოთხი გუნდი, რომლებსაც ჯერ ჩვენთვის ახალი მანქანა არ უჩვენებიათ. ესენია ”მაკლარენი”, ”ფორს ინდია”, ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგი”. ამათგან, ყველაზე ცუდ დღეში ესპანური საჯინიბოა, რომელსაც ახალი ბოლიდი მზად მხოლოდ სეზონის დასაწყისში, ბაჰრეინის ტესტებისთვის ექნება.

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121061