სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:14 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ისევ ლიდერად დარჩა

სამშაბათს, ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მე-3 ტურის ორი გადმოტანილი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში, “ტორპედო” გორის “დილას” უგოლოდ დაშორდა და კვლავ ლიდერია. თანაც, ჯერჯერობით, ქუთაისელები ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებიან. თბილისში “დინამომ” აუტსაიდერ “სპარტაკს” 2:0 სძლია და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დორინ გოგა (47), 2:0 ლევან ხმალაძე (86)

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:0

 

 1         

ტორპედო                      

5          3              2            
 0                  6:3                  
11
  2 დინამო 5 3 1 1 9:4 10
  3 ჩიხურა  
5 3 0 2 10:7 9
  4 მერანი
5 3 0 2 7:7 9
  5 ვიტ ჯორჯია  
5 2 2 1 7:3 8
  6 დილა 5 2 2 1 6:4 8
  7 მეტალურგი 5 2 2 1 5:6 8
  8 სიონი
5 2 1 2 7:5 7
  9 გურია    
5 2 0 3 3:7 6
 10 ზესტაფონი 5 1 1 3 5:6 4
 11 ზუგდიდი
5 1 1 3 3:9 4
 12 სპარტაკი 
5 0 0 5 1:8 0

 

                 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160921