სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:07 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” თამაში წააგო, მაგრამ გულშემატკივრის გული მოიგო

“შეხვედრის ბოლოს მოედანზე “დინამო” 10 კაცით დომინირებდა, კმაყოფილი ვარ ამ მოგებით,” – თქვა ქართული “კლასიკოს” შემდეგ დინამოელთა ჩეხმა დამრიგებელმა დუშან უჰრინმა. მართალი იყო დუშანი, მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს, უმცირესობაში დარჩენლნიც არ შეეპუვნენ მოწინააღმდეგეს და 3 ქულაც მოიპოვეს. თბილისელებმა განსაკუთრებით კარგად მე-2 ტაიმი ჩაატარეს, პირველში კი “ტორპედო” უკეთესი იყო. “კლასიკომ” გაამართლა, მშვენიერი თამაში გამოვიდა, დაძაბული, სწრაფი, ისეთი რისი გულისთვისაც მიდის ხოლმე მაყურებელი სტადიონზე. ამ მატჩს ერთ კითხვაზე სავარაუდო პასუხი მაინც უნდა გაეცა: ეყოლება წლეულს “დინამოს” ღირსეული კონკურენტი თუ დიდი უპირატესობით მოიგებს ჩემპიონატს? შაბათის “კლასიკომ” ამ კითხვაზე პასუხი მეტ-ნაკლებად გასცა და ეს უპირველესად ქუთაისელთა მშვენიერი გუნდის დამსახურებაა. წაგების მიუხედავად (სხვათა შორის, ეს ქუთაისელთა პირველი მარცხი იყო წლევანდელ ჩემპიონატში), ჭაბუკმა ტორპედოელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ამ გუნდმა ნაცრისფერი ეროვნული ჩემპიონატი თითქოს გააფერადა, სხვაგვარი, ახალგაზრდული სილაღე და ნაპერწკალი შემატა. ამიტომ “ტორპედოს” და მთლიანად ქართველ ქომაგებს გვინდა მივულოცოთ, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა, ეს გუნდი ბევრს მიაღწევს. ეგ არის, ჯერ გამოუცდელები არიან და “დინამოსთანაც” ამიტომ დამარცხდნენ. ქომაგები ვახსენეთ და “კლასიკოზე” შეკრებილი არცთუ მრავალრიცხოვანი მაყურებელი, რომლის დიდ უმრავლესობას ორივე გუნდის ფან-კლუბების წევრები წარმოადგენდნენ, მატჩის დროს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ისევ დაერივნენ. უმსგავსობა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. იმავე საღამოს ნამდვილი “კლასიკო” იყო ბარსელონაში და იქ არ მომხდარა არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები და კასტილიელები დასანახად ვერ იტანენ ერთმანერთს.

“ჩიხურამ” “დინამოსთან” ნაჭამი სირცხვილი ლანჩხუთელთა რბევით გამოისყიდა და ცხრილში მეორე ადგილზე დადგა, თუმცა “ტორპედოს” მხოლოდ მეტი მოგების წყალობით უსწრებს. შემდეგ ტურში სოსო ფრუიძის გუნდი სწორედ უშუალო კონკურენტ “ტორპედოს” ეწვევა.  

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ წააგო “მერანმა”. “დილამ” კი რამაზ სოღოლაშვილის მთავარმწვრთნელობით პირველი 3 ქულა მოიპოვა.

 

X ტური

Aჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვაჟა ლომაშვილი (22), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (37), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (69), 3:1 ბესიკ დეკანოიძე (75), 4:1 გიორგი გაბედავა (82), 5:1 ჯამბულ ჯიღაური (85)

გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი (“ჩიხურა”)

 

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გრიგოლ დოლიძე (10), 0:2 ირაკლი მოდებაძე (58) 

.

მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (75), 0:2 საბა ლომია (77) 

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლო: 0:1 ლევან კორღალიძე (53) 

 

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე კაპანაძე (22), 1:1 ლევან ხმალაძე (პენ, 79), 2:1 გიორგი გველესიანი (90)

გაძევება: უსტარიცი (3, “დინამო”)

45-ე წუთზე ჯაბა დვალმა ვერ გაიტანა პენალტი

1     დინამო (თბილისი)                 10              8            1            1          27:9           25                 
2 ჩიხურა  10 6 1 3 23:18  19
3 ტორპედო  10 5 4 1 15:7 19
4 მეტალურგი 10 5 2 3 16:15 17
5 გურია 10 5 0 5 10:14 15
6 დილა  10 4 3 3 13:11 15
7 ზესტაფონი  10 4 2 4  12:8
14
8 მერანი 10 4 0 6 12:22  12
9 ვიტ ჯორჯია  10 3 3 4 14:14 12
10 სიონი 10 2 3 5 11:15  9
11 ზუგდიდი 10 1 4 5  5:15 7
12 სპარტაკი   10 1 1 8  5:15 4

 

XI ტური. 3 ნოემბერი. კვირა: მეტალურგი-დინამო, ზესტაფონი-სიონი, დილა-მერანი, სპარტაკი-ვიტ ჯორჯია, გურია-ზუგდიდი

4 ნოემბერი. ორშაბათი: ტორპედო -ჩიხურა

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164399