24 წლის ქართველი მცველი ლაშა თოთაძე უნგრულ "ლომბარდ პაპაში" ვარჯიშობს. ცნობისთვის, თოთაძე უკვე თამაშობდა ამ გუნდში - 2011 წელს განათხოვრებული იყო "დიორიდან" და მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ლაშა გორის "დილაში" გახლდათ.
"ლომბარდ პაპამ" უნგრეთის ჩემპიონატი მე-14 ადგილზე (ბოლოდან მესამე) დაასრულა და უმაღლესში დარჩა.
დარჩება თუ არა თოთაძე “ლომბარდ პაპაში", ჯერ გარკვეული არაა.