ფეხბურთი

14:57 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონი მაროკოს ნაკრებს გაწვრთნის

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტ, ჯოვანი ტრაპატონი მაროკოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. ამის შესახებ Sport Mediaset-ი იუწყება.

2 მაისს, 75 წლის ტრაპატონი მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბოლოს, იტალიელი ირლანდიის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, სადაც 2008-2013 წლებში იმუშავა და “სამყურები” ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა.

ირლანდიის გარდა, სანაკრებო დონეზე ტრაპატონის იტალია გაუწვრთნია. ის “სკუადრა აძურას” 2000-2004 წლებში ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095679