ჭიდაობა

19:57 | 6.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი რეპეშაჟის ფინალშია, გოგშელიძე – სამეულს მიღმა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
თუშიშვილი რეპეშაჟის ფინალში ძირითადი ბადის ნახევარფინალიდან გადაერთო, მას შემდეგ, რაც ბულგარელ ლეონიდ ანატოლიევიჩ ბაზანთან დამარცხდა. ამ შეხვედრამდე ევროპის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ქართველმა სერბ მირიან გეჩინს, ბელარუსის სახელით მოჭიდავე ალბერტ ბატიროვსა და უკრაინელ ანდრეი სტადნიკს მოუგო. “ბრინჯაოს ფინალში” კი უნგრელ გერგერი ვიოლერს დაუპირისპირდება.
დღესვე მედლები 96 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც უნდა გათამაშდეს. ამ წონაში საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი გიორგი გოგშელიძე გავიდა ლეიბზე, მაგრამ მეოთხედფინალში თურქ სერჰათ ბალჩისთან დამარცხდა და მალე მესამე ადგილისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ბალჩი ფინალში ვერ გავიდა.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.093459