ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტური “ემირათს სთედიუმზე” ცენტრალური შეხვედრით გაიხსნა. ლონდონის “არსენალმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ქულას გამორჩა. ანგარიში 28-ე წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა და ტაიმი სტუმრებმა მოიგეს.
მეორე ნახევარი “არსენალმა” მძლავრად დაიწყო, რაც 63-ე წუთზე უილშირის გამათანაბრებელ გოლში აისახა. აქედან 10 წუთში კი, ალექსის სანჩესმა ულამაზესი გოლით დააწინაურა “მეთოფეები”. სტუმრებს 83-ე წუთზე მარტინ დემიჩელისმა გადაურჩინა ქულა, მაგრამ დარჩენილ დროში “ქალაქელებს” სამი ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ თამაშის მოგებისთვის. ორჯერ ძელმა იხსნა “არსენალი”, ერთხელ – ვოიცეხ შესნიმ და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
უდანაკარდოდ სვლას განაგრძობს ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც მეოთხე მატჩი მოიგო და მაქსიმალურ 12 ქულას მოუყარა თავი. ლონდოლებმა “სუონსი” დაამარცხეს, რომელსაც აქამდე 3 დან 3 მოგება ჰქონდა. შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო “სუონსიმ” და მე-11 წუთზე ტერის ავტოგოლის წყალობით წინაც გავიდა. სტუმრები უპირატესობას გოლის შემდგომაც ფლობდნენ, მაგრამ სიზუსტე აკლდათ, რისთვისაც ტაიმის ბოლო წუთზე დიეგო კოშტამ დასაჯა ისინი.
მეორე ტაიმში დიეგო კოსტამ კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი და ჰეთ-თრიკი გაიფორმა, თამაშის ბოლოს კი, “არისტოკრატების” ახალწვეულმა ლოიკ რემიმ და ჯონჯო შელვიმ გაცვალეს გოლები 4:2.
მეოთხე წელია “ენფილდიდან” შინ წაუგებელი ბრუნდება “ასტონ ვილა”. წინა სამ შემთხვევაში ბირმინგემელებმა ორი ფრე ითამაშეს და ერთ მატჩში იმარჯვეს “ლივერპულის” არენაზე. ამჯერად, “ასტონ ვილამ” ქულა არ იკმარა და აგბონლაჰორის გოლით გამარჯვება მოიპოვა. ბირმინგემელმა ამ მოგებით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
ორჯერ იგებდა “ტოტენჰემი”, მაგრამ ვერცერთხელ მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება და ქულას დაჯერდა. პირველი გამარჯვება იზეიმა “ევერტონმა”. “ლურჯებმა” “ვესტ ბრომვიჩი” მირალაშის და ლუკაკუს გოლებით დაამარცხეს, ხოლო “საუთჰემპტონმა” შინ “ნიუკასლს” გამოუყვანა წირვა 4:0.
არსენალი – მანჩესტერ სიტი 2:2 (0:1)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”მგონ
არსენალი (4-2-3-1): შესნი, მონრეალი, დებუში (ჩემბერსი 81), მერტესაკერი, კოშელნი, ფლამინი (არტეტა 95), რემსი, ოზილი, უილშირი, სანჩესი, უელბეკი (ჩემბერლენი 88).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ლამპარდი (ნასრი 46), ფერნანდინიო (კოლაროვი 77), სილვა, მილნერი, ნავასი, აგუერო (ჯეკო 67).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 აგუერო (28), 1:1 უილშირი (63), 2:1 სანჩესი (74), 2:2 დემიჩელისი (82).
გაფრთხილებები: ფლამინი, მონრეალი, სანჩესი – ლამპარდი, ზაბალეტა, ფერნანდინიო, აგუერო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 15(6)-14(8), ჯარიმა: 11-15, კუთხური: 0-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-4
ჩელსი – სუონსი 4:2 (1:1)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, ფაბრეგასი (სალა 82), მატიჩი, შურლე (რამირესი 46), ოსკარი, აზარი, კოშტა (რემი 72).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ამატი (ფერნანდესი 46), უილიამსი, ტეილორი, რანხელი, კი, შელვი, რუტლიჯი (მონტერო 66), სიგურდსონი, დაიერი, გომისი (ბონი 76).
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 0:1 ტერი (11 ს.კ.), 1:1;2:1;3:1 კოშტა (45;56;67), 4:1 რემი (81), 4:2 შელვი (86).
გაფრთხილებები: ამატი, შელვი, ტეილორი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 29(9)-11(2), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-5
კრისტალ პალასი – ბარნლი 0:0
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, მარიაპა, ზაჰა (ბოლასი 69), იედინაკი, მაკარტური, პანჩონი, კემპბელი (დოილი 61), გაილი (უილიამსი 75).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი, მი, ბოიდი, მარნი, ჯონსი, იუტკევიჩი, არფილდი, ინგსი (სორდელი 42).
მწვრთნელი: სეან რიჩი
გაფრთხილებები: პანჩონი, იედინაკი – ინგსი, სორდელი, ბოიდი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 14(3)-11(3), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-3
შენიშვნა - 85-ე წუთზე არფილდმა პენალტი ვერ გაიტანა
საუთჰემპტონი – ნიუკასლი 4:0 (2:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ალდერვეირელდ, კლაინი, ფონტე, ბერტრანი, კორკი (გარდოში 89), შნეიდერლენი, დევისი, ლონგი (ვანიამა 46), ტადიჩი (უარდ-პროუსი 67), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჰაიდარა, ჯანმაატი, ანიტა (ტიოტე 46), კოლბეკი, სისოკო (ამეობი 90), გუფრანი, კაბელია (პერესი 69), რივიერი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 1:0;2:0 პელე (6;19), 3:0 კორკი (54), 4:0 შნეიდერლენი (94).
გაფრთხილებები: კოლბეკი, ტიოტე
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 10(7)-9(4), ჯარიმა: 15-7, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-3
სტოკი – ლესტერი 0:1 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, პიტერსი (მუნიესა 84), უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, ნ’ზონზი, ველანი, მოზესი, კრკიჩი (დიუფი 74), უოლტერსი (ასაიდი 82), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ლესტერი (4-4-2): ჰამერი, მური, მორგანი, დე ლაეტი, კონჩესკი, შლუპი (ვერდი 76), ჰემონდი, კინგი (კამბიასო 46), მაჰრეზი (დრინკვოთერი 46), ნუჯენტი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პერსონი
გოლი: ულოა 64.
გაფრთხილებები: კრაუჩი, პიტერსი, ველანი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 24(4)-8(1), ჯარიმა: 8-15, კუთხური: 16-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-4
სანდერლენდი – ტოტენჰემი 2:2 (1:1)
სანდერლენდი, “სთედიუმ ოფ ლაითი”
სანდერლენდი (4-3-3): მანონე, ბრუნი, ოში, ვერჯინი, ვან აანჰოლტი, ლარსონი (ჯაკერინი 65), როდუელი (გომესი 80), ალვარესი (ბაკლი 65), ჯონსონი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ქაბული, კირიკეში, დაიერი, როუზი, კაპუე, დემბელე, ჩადლი (სტამბული 70), ერიკსენი (ლენონი 86), ლამელა, ადებაიორი (კეინი 79).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 ჩადლი (2), 1:1 ჯონსონი (4), 1:2 ერიკსენი (48), 2:2 კეინი (82 ს.კ.).
გაფრთხილებები: ვან აანჰოლტი, ვერჯინი, ბრაუნი, ვიკჰემი, გომესი – დაიერი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 7(2)-15(6), ჯარიმა: 10-13, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 4-0
ვესტ ბრომვიჩი – ევერტონი 0:2 (0:1)
ვესტ ბრომვიცი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, პოცოგნოლი (გამბოა 77), ოლსონი, დოუსონი, უისდომი, ბრანტი (ბლანკო 70), გარდნერი, მორისონი, დორანსი, ბრაუნი (სამარასი 70), ბერაჰინო.
მწვრთნელი: ალან ირვინი
ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, იაგიელკა, სტოუნზი, ბეინსი, ბერი, მაკკარტი, ნეისმიტი, მირალაში, მაკგიდი (ბესიჩი 88), ლუკაკუ (ოსმანი 68).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 0:2 მირალაში (66).
გაფრთხილებები: გარდნერი, უისდომი – მაკკარტი, ნეისმიტი, ბესიჩი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 11(1)-11(4), ჯარიმა: 12-8, კუთხური: 9-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-1
ლივერპული – ასტონ ვილა 0:1 (0:1)
ლივერპული, “ენფილდ როუდი”
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, მორენო, მანკილიო, სახო, ლოვრენი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო, ლალანა (სტერლინგი 61), მარკოვიჩი (ბორინი 71), ბალოტელი (ლამბერტი 71).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ასტონ ვილა: გუზანი, ჰატონი, ბეიკერი, სენდერსონი, სისოკო, დელფი, ვესტვუდი, კლევერლი (სანჩესი 86), რიჩარდსონი, ვაიმანი (ნ’ზოგბია 72), აგბონლაჰორი (ბენტი 90).
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლი: აგბონლაჰორი 9.
გაფრთხილებები: ლალანა, მორენო – ჰატონი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 75%-25%, დარტყმა: 18(1)-5(1), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-1
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 7, აგუერო (“სიტი”), ნეისმიტი (“ევერტონი”), დაიერი (“სუონსი”), ჩადლი (“ტოტენჰემი”), შნეიდერლენი, პელე (“საუთჰემპტონი”), ულოა (“ლესტერი”) - 3.
ირაკლი ალიმბარაშვილი





