ტურინის “იუვენტუსის” ბასკი თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე ესპანეთში გოლით დაბრუნდა, მაგრამ მის გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დუბლით დაუხვდა, რის შემდეგადაც, “იუვენტუსის” ისედაც რთული სატურნირო სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.
“რეალისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება დღის ცენტრალური მატჩი იყო. ფავორიტებად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებმაც ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გახსნეს. დი მარიას ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა რონალდუმ ბუფონი მოატყუა და მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.
მიმდინარეობდა 22-ე წუთი, როდესაც პოგბას თავურის შემდეგ, კასილიასმა ბურთი შორს ვერ მოიგერია, თანაგუნდელს ვერც მცველები მოეხმარნენ და ახლო მანძილიდან, ლიორენტემ ანგარიში გაათანაბრა.
“იუვენტუსის” გულშემატკივრებს სიხარულის მიზეზი დიდხანს არ ჰქონიათ. მალევე, “რეალის” სასარგებლოდ დანიშნული სტანდარტის შესრულების დროს, კიელინიმ რამოსი საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და კარს უკან მყოფ არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი მისცა. დამხმარეს მთავარი მსაჯიც დაეთანხმა და რონალდუმ დუბლი გაიფორმა. პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა მე-2, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ 3 ტურში 7 გოლი გაიტანა. პირველად ეს ფილიპო ინძაგიმ მოახერხა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, არბიტრი “რეალის” სასარგებლოდ შეცდა. ჯორჯო კიელინისა და კრიშტიანუ რონალდუს ორთაბრძოლის დროს, ფეხბურთელებს შორის კონტაქტი კი იყო, მაგრამ იტალიელს პორტუგალიელისთვის სახეში იდაყვი არ ჩაურტყამს. თუმცა, არბიტრმა შეფასების დროს გადაამეტა და სტუმართა ერთ-ერთ ლიდერს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. კაცნაკლულმა “იუვენტუსმა” “რეალს” სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და მართალია, მეტი გოლი არც თავად გაუშვია, მაგრამ მადრიდელებთან ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, უქულოდ დარჩა.
“რეალს” შანსი ჰქონდა გამხდარიყო პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც ჯგუფიდან გასვლას 3 ტურის შემდეგ გაინაღდებდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ “გალათასარაისა” და “კოპენჰაგენს” ქულები გაეყოთ, მაგრამ თურქებმა დანიელებს იოლად სძლიეს.
კრიშტიანუ რონალდუს დუბლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გადაფარა. “პარი სენ ჟერმენის” შვედმა სუპერთავდამსხმელმა “ანდერლეხტს” 4-ჯერ გაუტანა. რა გასაკვირია, რომ იბრამ ეფექტური გოლებიც გაიტანა. 22-ე წუთზე, ვან დერ ვილის გადაცემის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა ბურთს კარის ბადეში ადგილი ქუსლით დარტყმით მიუჩინა და პსჟ 2:0 დააწინაურა. მომდევნო გოლი ზლატანმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაიტანა. იბრაჰიმოვიჩთან შედარებით მოკრძალებული შედეგი ჰქონდა პსჟ-ს კიდევ ერთ ვარსკვლავს, ედინსონ კავანის, რომელმაც ბელგიელებს ერთხელ გაუტანა. საბოლოოდ, ფრანგებმა 5:0 იმარჯვეს და 3 ტურში თავი 9 ქულას მოუყარეს.
საკუთარ კედლებში დიდი ანგარიშით მოიგო ორივე გერმანულმა გუნდმა “ბაიერნმა” “პლზენს” 5 უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო “ლევერკუზენმა” “შახტარს” 4 გოლი აკმარა.
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს დეტალური სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დაიწყეს, მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ გუნდმა კარის მიმართულებით დარტყმა ვერ მოახერხა. ეს “ბაიერნისა” და “პლზენის” დაპირისპირებაში მოხდა, როდესაც მასპინძელთა 34 დარტყმის (21 ზუსტი) საპასუხოდ, სტუმრება შეტევის დარტყმით დაგვირგვინება ერთხელაც ვერ მოახერხეს. პირველად ასეთი შემთხვევა “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (3:1) დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ დაცვაში კარგად მოთამაშე გუნდს, ორივე შემთხვევაში, პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.
“ბაიერნის” გოლებიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავი ფრანკ რიბერის ზუსტი დარტყმაა. 61-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა ფრანგმა, ცრუ მოძრაობით 2 მეტოქე მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასულმა, კოზაჩიკს ბურთი თავზე ლამაზი დარტყმით გადაუგდო.
გერმანელების მსგავსად, აქტივში 3-3 ქულა ჩაიწერეს მანჩესტერულმა გუნდებმა. “იუნაიტედიც” და “სიტიც” დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველმა მათგანმა “სოსიედადთან”, ხოლო მეორემ ცსკა-სთან თითო ბურთით იმარჯვეს.
“მანჩესტერმა” ევროტურნირებზე თამაშის მწირი გამოცდილების მქონე მეტოქეს ინიგო მარტინესის ავტოგოლის წყალობით სძლია. მე-2 წუთზე, რუნის ინდივიდუალური გაბრწყინებისა და დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც, მარტინესმა მისი მოგერიება წარუმატებლად სცადა და თამაშის ერთადერთი გოლი გავიდა.
“სოსიედადის” გამოუცდელობა აღვნიშნეთ და უნდა ითქვას, რომ სან სებასტიანელი ფეხბურთელების მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების ჯამი, ამ თამაშამდე, 35 იყო, რაიან გიგზმა კი ლიგაზე 136-ედ ითამაშა.
მე-2 მანჩესტერულ გუნდს სერხიო აგუერომ მოაგებინა. ცსკა-სთან გასვლით მატჩში, “ქალაქელები” მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მაგრამ 34-ე და 42-ე წუთებზე, არგენტინელმა თავი 2-ჯერ გამოიჩინა და “სიტიმ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ცნობისთვის, “სიტის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში აგეუროს 8 გოლი დაუგროვდა.
A ჯგუფი
ლევერკუზენი-შახტარი 4:0 (1:0)
ლევერკუზენი, “ბაიარენა”
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, დონატი, სპაჰიჩი (ვოლშაიდი 56), თორფაქი, ბოენიში, ჩანი, როლფესი, კასტრო, სამი, კისლინგი (დერდიუკი 76), სონი (ჰეგელერი 71).
მწვრთნელი: სემი ჰიიპია.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, რაკიცკი, კუჩერი, შევჩუკი, ფერნანდო (ილსინიო 61), ჰუბშმანი, დუგლას კოსტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 46), ადრიანო (ფერეირა 78).
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
გოლები: 1:0 კისლინგი (22), 2:0 როლფესი (50, პენ), 3:0 სამი (57), 4:0 კისლინგი (72).
გაფრთხილებები: დონატი 38, კისლინგი 60, ჩანი 70 – სრნა 50.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (9)-11 (7), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 7-5, ჯარიმა: 13-12.
მანჩესტერი-სოსიედადი 1:0 (1:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა, რაფაელი (სმოლინგი 59), ჯონსი, ევანსი, ევრა, ვალენსია, კერიკი, გიგზი, კაგავა, ერნანდესი (იანგი 80), რუნი.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
სოსიედადი (4-3-3): ბრავო, კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა, ზურუტუზა (კასტრო75), ბერგარა, პრიეტო (პარდო 68), ველა, სეფეროვიჩი (აგირეჩე 75), გრიზმანი.
მწვრთნელი: იაგობა არაზატე.
გოლი: 1:0 ი. მარტინესი (2, ს.კ.).
გაფრთხილებები: რაფაელი 27, კაგავა 34 – ველა 22, ბერგარა 39, პრიეტო 42.
მსაჯი: ბას ნეიჰუისი (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 18 (10)-12 (5), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 5-1, სეივი: 5-9, ჯარიმა: 18-15.
1. მანჩესტერი 3 2 1 0 6:3 7
2. ლევერკუზენი 3 2 0 1 8:5 6
3. შახტარი 3 1 1 1 3:5 4
4. სოსიედადი 3 0 0 3 1:5 0
B ჯგუფი
რეალი-იუვენტუსი 2:1 (2:1)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, ხედირა, ილიარამენდი (ისკო 72), დი მარია (მორატა 79), მოდრიჩი, რონალდუ, ბენზემა (ბეილი 67).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, კასერესი, ბარძალი, კიელინი, ოგბონა (ჯოვინკო 69), ვიდალი, პირლო (ასამოა 59), პოგბა, ტევესი, ლიორენტე (ბონუჩი 50), მარკიზიო.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლები: 1:0 რონალდუ (4), 1:1 ლიორენტე (22), 2:1 რონალდუ (29, პენ).
გაფრთხილებები: ილიარამენდი 19, მოდრიჩი 78, რამოსი 89 – ვიდალი 28, კასერესი 78.
გაძევება: კიელინი 48.
მსაჯი: მანუელ გრეფე (გერმანია).
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (7)-13 (7), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-5, ჯარიმა: 13-15.
გალათასარაი-კოპენჰაგენი 3:1 (3:0)
სტამბული, “თურქ ტელეკომ არენა”
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა, ებუე, კაია, შეჯუ, ნუნკო, ბრუმა, ინანი, მელო (გულსელამი 76), სნეიდერი (ამრაბატი 80), ილმაზი, დროგბა (ბულუთი 86).
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, გისლასონი (ბოლანიოსი 46), კლაუდემირი, დელენი, იორგენსენი, ბრაატენი (ტუტუჰი 84), ვეტოკელე (ადი 46).
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი.
გოლები: 1:0 მელო (10), 2:0 სნეიდერი (38), 3:0 დროგბა (45+1), 3:1 კლაუდემირი (88).
გაფრთხილება: დელენი 33.
მსაჯი: ალექსანდრ სტავრევი (მაკედონია).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 9 (7)-8 (4), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-17.
1. რეალი 3 3 0 0 12:2 9
2. გალათასარაი 3 1 1 1 6:9 4
3. იუვენტუსი 3 0 2 1 4:5 2
4. კოპენჰაგენი 3 0 1 2 2:8 1
C ჯგუფი
ანდერლეხტი-პსჟ 0:5 (0:3)
ბრიუსელი, “კონსტანტ ვანდენ სტოკი”
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი, მბემბა, კუიატე, ნუიტნიკი, ნ’საკალა, ტიელემანი, კლიესტანი, ჟილე, პრაეტი (მილივოიევიჩი 72), სუარესი (აშემპონი 46), მიტროვიჩი (გოჰი 72).
მწვრთნელი: იონ ვან დენ ბრომი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი (კამარა 56), მარკინიოსი, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი (რაბიო 64), კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (ლუკასი 71).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (17), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (22), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (36), 0:4 კავანი (52), 0:5 იბრაჰიმოვიჩი (62).
გაფრთხილება: ნ’საკალა 53.
მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 16 (11)-14 (12), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 0-6, სეივი: 7-11, ჯარიმა: 13-10.
ბენფიკა-ოლიმპიაკოსი 1:1 (0:1)
ლისაბონი, “და ლუჟი”
ბენფიკა (4-3-3): მორაეში, ალმეიდა, ლუიზაო, გარაი, სიკეირა, პერესი (ამორიმი 82), მატიჩი, გაიტანი (როდრიგო 82), ლიმა, კარდოსო, ჯონი (კავალეირო 46).
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი, სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი, მანიატისი, სამარისი, ფუსტერი (იატაბარე 69), დომინგესი (მეჯანი 88), ვაისი (ნდინგა 56), მიტროღლუ.
მწვრთნელი: მიჩელი.
გოლები: 0:1 დომინგესი (29), 1:1 კარდოსო (83).
გაფრთხილებები: პერესი 55, გაიტანი 62 – ფუსტერი 36, ვაისი 42, მიტროღლუ 59.
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 8 (4)-10 (6), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 4-3, სეივი: 5-3, ჯარიმა: 25-16.
1. პსჟ 3 3 0 0 12:1 9
2. ოლიმპიაკოსი 3 1 1 1 5:5 4
3. ბენფიკა 3 1 1 1 3:4 4
4. ანდერლეხტი 3 0 0 3 0:10 0
D ჯგუფი
ცსკა-სიტი 1:2 (1:2)
ხიმკი, “არენა ხიმკი”
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი (ა. ბერეზუცკი 6), იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, მილანოვი, ვერნბლუმი, ტოშიჩი, ჰონდა, ზუბერი (მუსა 50), დუმბია.
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.
სიტი (3-1-4-2): ჰარტი, საბალეტა, ნასტასიჩი, კოლაროვი, ტურე, ნავასი, ფერნანდინიო, გარსია, სილვა (ნასრი 80), აგუერო (კლიში 89), ნეგრედო (ჯეკო 72).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: 1:0 ტოშიჩი (32), 1:1 აგუერო (34), 1:2 აგუერო (42).
გაფრთხილებები: ვერნბლუმი 45+1, იგნაშევიჩი 53, მუსა 71 – ნეგრედო 47, ტურე 64, საბალეტა 79.
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი).
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 9 (8)-17 (10), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 8-7, ჯარიმა: 12-15.
ბაიერნი-პლზენი 5:0 (2:0)
მიუნხენი, “ალიანც არენა”
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ვან ბუიტენი, კონტენტო, ალაბა, ლამი (გიოტცე 63), რობენი, შვაინშტაიგერი, კროოსი, რიბერი (მიულერი 67), მანჯუკიჩი (პისარო 71).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი, რეზნიკი, სისოვსკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი (კოვარიკი 75), პროჩაზკა, ჰორვატი (დურიში 63), რაიტორალი, ჰორავა, პეტრზელა (ტეჩლი 86), კოლარი.
მწვრთნელი: პაველ ვრბა.
გოლები: 1:0 რიბერი (25, პენ), 2:0 ალაბა (37), 3:0 რიბერი (61), 4:0 შვაინშტაიგერი (64), 5:0 გიოტცე (90+1).
გაფრთხილებები: ჰუბნიკი 24, ლიმბერსკი 48, კოზაჩიკი 86.
მსაჯი: ალან კელი (ირლანდია).
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 34 (21)-0 (0), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 0-16, ჯარიმა: 6-15.
1. ბაიერნი 3 3 0 0 11:1 9
2. სიტი 3 2 0 1 6:4 6
3. ცსკა 3 1 0 2 4:7 3
4. პლზენი 3 0 0 3 2:11 0









