ავტოსპორტი

12:29 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

უჯარმაში “ოფ როუდ რალი” გაიმართა

კახეთის რეგიონში გაიმართა საერთაშორისო ოფროუდ ტურნირ “უჯარმა 2012”-ის დამაგვირგვინებელი ეტაპი – შეჯიბრი ჯიპიეს ორიენტირებაში, სადაც 5 ქვეყნის 60-მდე ოფროუდერი მონაწილეობდა. ეკიპაჟები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან, ერთმანეთს 50-მდე კილომეტრზე გაბნეული წერტილების პოვნასა და პარალელურად ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვაში სხვადასხვა 4X4-ზე ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ.
შეჯიბრი 5 კატეგორიაში – “ტურიზმი”, “გრანდ ტურიზმი”, TR1, TR2 და TR3 გაიმართა და მასში როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ავტოექსტრემალებიც მონაწილეობდნენ.
ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს ოფროუდ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირის მოსამზადებელი სამუშაოები ორ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და მასში გერმანიის ოფროუდ კლუბის წევრებიც მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულთა ვინაობა რემდენიმე დღეში, წინასწარი შედეგებისა და საჯარიმო დროის შეჯამებისა და დაანგარიშების შემდგომ გახდება ცნობილი, ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოება კი 13 მაისს, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება.

 

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161694