უეფამ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების პრეტენდენტთა ათეული დაასახელა.
ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ათეული 26 მოთამაშიდან შეარჩია:
ანდრეა პირლო (იტალია) – “იუვენტუსი”
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) – “ბარსელონა”
არტურო ვიდალი (ჩილე) – “იუვეტუსი”
არიენ რობენი (ჰოლანდია) – “ბაიერნი”
ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) – “ბაიერნი”
ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი) – “ჩელსი”
დანტე (ბრაზილია) – “ბაიერნი”
გარეთ ბეილი (უელსი) – “ტოტენჰემი”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – “პარი სენ-ჟერმენი”
ილკაი გიუნდოგანი (გერმანია) – “დორტმუნდი”
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – “რეალი”
ლიონელ მესი (არგენტინა) – “ბარსელონა”
მანუელ ნოიერი (გერმანია) – “ბაიერნი”
მარიო გიოტცე (გერმანია) – “დორტმუნდი”/“ბაიერნი”
მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია) – “ბაიერნი”
ოსკარ კარდოსო (პარაგვაი) – “ბენფიკა”
რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – “დორტმუნდი”
რობინ ვან პერსი (ჰოლანდია) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ტომას მიულერი (გერმანია) – “ბაიერნი”
რადამელ ფალკაო (კოლუმბია) – “ატლეტიკო”/“მონაკო”
ფილიპ ლამი (გერმანია) – “ბაიერნი”
ფრანკ რიბერი (საფრანგეთი) – “ბაიერნი”
ხავი მარტინესი (ესპანეთი) – “ბაიერნი”
ჩავი (ესპანეთი) – “ბარსელონა”
ედინ ჯეკო (ბოსნია-ჰერცეგოვინა) – “მანჩესტერ სიტი”
ედინსონ კავანი (ურუგვაი) – “ნაპოლი”
განვილი წლების მსგავსად, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს სპორტული ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური ასახელებს, რომლებიც უეფაში შემავალ ყველა ქვეყანას წარმოადგენენ. პირველ ეტაპზე ჟიურის თითოეულმა წევრმა, მისი აზრით, განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეული ჩამოთვალა. პირველ ადგილზე გასულს 5 ქულა ერიცხებოდა, მეორეზე – 4 და ა.შ.
საბოლოოდ, პრეტენდენტთა ათეული ასე გამოიყურება:
არიენ რობენი
ბასტიან შვაინშტაიგერი
გარეთ ბეილი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
რობერტ ლევანდოვსკი
რობინ ვან პერსი
ფრანკ რიბერი
ტომას მიულერი
6 აგვისტოს, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების ის სამი კანდიდატი დასახელდება, რომლებიც გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
29 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს, ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით ხმის მიცემით, საუკეთესოს დაასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ჯილდო უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ევროპული სპორტული გამოცემების ასოციაციასთან ერთად დააწესა.
წლეულს ტიტულს გამარჯვებულს მესამედ გადასცემენ. აქამდე, ჯილდოები “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ლიონელ მესიმ (2011) და ანდრეს ინიესტამ (2012) მოიგეს.









