ფეხბურთი

14:09 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "ლეგია" 80 000 ევროთი დააჯარიმა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ, პოლონური კლუბი "ლეგია", ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩის დრო სტადიონზე გამოფენილი შეურაცმყოფელი ბანერის გამო 80 000 ევროთი დააჯარიმა.

პოლონელმა გულშემატკივრებმა, “აქტობესთან” ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩის დრო, ტრიბუნაზე დიდი ბანერი გადმოშალეს, სადაც უეფა ღორს შეადარეს და მინაწერიც გაუკეთეს: "ფეხბურთს მნიშვნელობა არ აქვს, ფულს - აქვს".

მოგეხსენებათ, უეფამ "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გლაზგოს "სელტიკთან" ორივე მატჩის მოგების (4:1, 2:0) მიუხედავად, ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რადგან დისკვალიფიცირებული მცველი, ბარტოშ ბერეშინსკი ათამაშეს.

უეფამ პოლონელები დააქვეითა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მისცა. შესაბამისად, გულშემატკივრებმა პროტესტს მიმართეს და კლუბი ამის გამო დაისაჯა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097241