ფეხბურთი

18:53 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ყარაგანდელები გააფრთხილა: “ნუ კლავთ!”

უეფამ ყარაგანდის “შახტიორი” გააფრთხილა, რომ თუ მომავალშიც დაკლავენ სტადიონზე ცოცხალ არსებას, კლუბს სერიოზულ სანქციას დააკისრებენ. როგორც იცით, “შახტიორის” წარმოამდგენლებმა გლაზგოს “სელტიკთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩის წინა დღეს სტადიონზე ცხვარი დაკლეს...

გუნდის მწვრთნელმა ვიქტორ კუმიკოვმა განაცხადა, რომ ეს რიტუალი ფეხბურთელების ინიციატივა იყო. უეფამ კი ყარაგანდულ კლუბს წერილი გაუგზავნა:

“მართალია, ზოგიერთ რიტუალს ისტორიული ფესვები გააჩნია, მაგრამ ეს სტადიონზე არ უნდა ხდებოდეს. მსხვერპლთშეწირვა სტადიონზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, უეფას მიერ დადგენილ დღეებში, თამაშის წინა დღეებში, თამაშის დღეს, ან მატჩიდან მეორე დღეს კატეგორიულად აკრძალულია”.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096563