ჭადრაკი

19:54 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უნივერსიადაზე საქართველო 5 მოჭადრაკით გამოვა

დაიწყო მსოფლიოს სტუდენტური უნივერსიადა, რომელსაც 4-17 ივლისს ყაზანი (რუსეთი) მასპინძლობს.

სხვებთან ერთად, უნივერსიადაზე ქართველი მოჭადრაკეებიც გამოვლენ, რომლებიც პირად-გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ. აღნიშნულ ტურნირში საქართველო ხუთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 4 ივლისს, ყაზანში, თბილისიდან გაიოზ ნიგალიძე, გიორგი მარგველაშვილი, მერი არაბიძე და სალომე სირაძე გაემგზავრნენ, რომლებსაც თურქეთიდან სოფო გურამიშვილი შეუერთდება.

0.170506