კალათბურთი

16:40 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

უოკერი და ლავი კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

“შარლოტ ბობქეთსის” მცველი კემბა უოკერი და “მინესოტა ტიმბერვულვზის” ფორვარდი კევინ ლავი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

უოკერის მეთაურობით შარლოტელებმა კვირის ოთხივე მატჩი მოიგეს. კემბას საშუალო მონაგარი 22.5 ქულა, 8.8 პასი და 5.5 მოხსნა გახლდათ. “მინესოტამ” სამიდან ორ შეხვედრაში იმარჯვა, ლავის საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 36.7 ქულა და 12.7 მოხსნა. “იუტასთან” შეხვედრაში კევინმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი გააკეთა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ელ ჯეფერსონი (“შარლოტი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), ჯამალ კროუფორდი, ბლეიკ გრიფინი (ორივე – “კლიპერსი”), კრის ბოში, ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი (ყველა – “მაიამი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”), აიზეა ტომასი (“საკრამენტო”), კაილ ლოური (“ტორონტო”) და ჯონ უოლი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08646