26 სექტემბრიდან 4 ოქტომბროს ჩათვლით დაბა ურეკი, გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 8 გუნდი იასპარეზებს. აქედან 7 რეგიონის, ერთი კი თბილისის გუნდია. მონაწილენი არიან თბილისის “თბილისი”, კახეთის “კახეთი”, ქვემო ქართლის “რუსთავი”, იმერეთის “ქუთაისი”, სამეგრელოს “სამეგრელო”, აჭარის “ნონა”, გურიის “გურია”, და შიდა ქართლის “გორი”.
თითოეული გუნდის შემადგენლობა 5 მოჭადრაკით განისაზღვრა. I, II და III დაფაზე მამაკაცები გამოვლენ, მე-4 დაფაზე მანდილოსანი იასპარეზებს, მე-5 დაფაზე კი 13-დან 18-მდე წლამდე გოგონა ან ვაჟი ითამაშებს.
ჩემპიონატი ერთ წრედ, 7 ტურად ჩატარდება. თითოეულ გუნდს გამარჯვებისთვის 2, ფრესთვის 1, ხოლო წაგებისთვის 0 ქულა დაეწერება.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს. აქედან გამარჯვებული 15 000-ს, მეორეადგილოსანი 10 000, ხოლო მესამეადგილოსანი 5 000 ლარს მიიღებს. პირველ ადგილზე გასული გუნდი, გარდამავალი თასით დაჯილდოვდება. 1-3 ადგილზე გასული გუნდები, ზემოთნახსენებ ფულად ჯილდოებთან ერთად შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
გთავაზობთ ტურნირის მონაწილე გუნდების შემადგენლობას:
1.თბილისი – საჭადრაკო კლუბი “თბილისი”
1. ჯობავა ბაადური
2. მჭედლიშვილი მიხეილი
3. შანავა კონსტანტინე
4. გვეტაძე სოფიო
5. ხომერიკი ნინო
6. გუნდის კაპიტანი – ლომინეიშვილი მაია
2.კახეთი – საჭადრაკო კლუბი “კახეთი”
1. ფიერი ალექსანდრე
2. გაგუნაშვილი მერაბი
3. ხოტენაშვილი ბელა
4. ჯავახიშვილი ლელა
5. კელეპტრიშვილი ირაკლი
6. გუნდის კაპიტანი – ჯავახია ჯიმშერ
3.ქვემო-ქართლი – საჭადრაკო კლუბი “რუსთავი”
1. გელაშვილი თამაზი
2. ფანცულაია ლევანი
3. პაიჭაძე ლუკა
4. ხურციძე ნინო
5. ბერაძე ირაკლი
6. გუნდის კაპიტანი – ტიკურიშვილი დავითი
4.იმერეთი – საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”
1. აზალაძე შოთა
2. ჯავახაძე ზურაბი
3. მანაგაძე ნიკოლოზ
4. არაბიძე მერი
5. თუთისანი ნოე
6. გუნდის კაპიტანი – არსენიძე ალექსანდრე
5. სამეგრელო – საჭადრაკო კლუბი “სამეგრელო”
1. ჩაჩუა გოჩა
2. გამზარდია გიორგი
3. ფაცია ზვიადი
4. ბოკუჩავა მადონა
5. ღვამბერია ნიკა
6. გუნდის კაპიტანი – სალია გერმანე
6. აჭარა – საჭადრაკო კლუბი “ნონა”
1. ნიგალიძე გაიოზი
2. ჯოჯუა დავითი
3. ბაციაშვილი ნინო
4. მელია სალომე
5. ქუმსიაშვილი ნიკოლოზ
6. გუნდის კაპიტანი – ჯაფარიძე მარიკა
7.გურია – საჭადრაკო კლუბი “გურია”
1. შალამბერიძე აკაკი
2. ჩხაიძე ნიკოლოზ
3. ჩხიკვიშვილი მინდია
4. იმნაძე ნატო
5. ქურიძე მიშიკო
6. გუნდის კაპიტანი - ანდღულაძე ზურაბ
8. შიდა ქართლი _ საჭადრაკო კლუბი “გორი”
1. მორჩიაშვილი ბაჩანა
2. ხახუტაშვილი ლექსო
3. დოთიაშვილი ვასილ
4. ქასოშვილი ციალა
5. ლიჩელი ლუკა
6. გუნდის კაპიტანი - ლაღიძე ზურაბ









