ესპანური “ვალენსია” ბრაზილიური “კორინთიანსის” ფორვარდის – ალეშანდრე პატოს შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Sport Direct News-ი იუწყება.
კარგი წინადადების შემთხვევაში, “კორინთიანსი” 24 წლის ბრაზილიელის გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება. თავის მხრივ, პატოს მსოფლიოს ჩემპიონატამდე კლუბის შეცვლა დიდად არ სურს და ბრაზილიაში დარჩენას ამჯობინებს.
აღსანიშნავია, რომ პატოს გარდა, “ვალენსია” მირკო ვუჩინიჩისა (“იუვენტუსი”) და პაბლო ოსვალდოს (“საუტჰემპტონი”) ვარიანტებსაც განიხილავს, მაგრამ მთავარი სამიზნე ბრაზილიელია.









