“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი რობინ ვან პერსი ინგლისის პრემიერლიგის ტიტულთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჰოლანდიელი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვას.
“ის ფაქტი, რომ შესაძლოა ჩემპიონი გავხდე, ძალიან მახარებს. ცოტა არ იყოს, ვღელავ კიდეც. დიდი ხნის განმავლობაში უტიტულოდ ყოფნა მძიმე იყო. ვერაფერს ვიგებდით და ამის გამო, გაღიზიანებული და იმედგაცრუებული ვიყავი. წინ კიდევ არაერთი მძიმე მატჩი გვაქვს. გვახსოვს, როგორ დაკარგა “მანჩესტერმა” ლიდერობა გასული სეზონის უკანასკნელ ტურში, მაგრამ გარწმუნებთ, წელს ტიტულთან უფრო ახლოს ვართ”, - განუცხადა ჰოლანდიელმა The Guardian-ს.
შეგახსენებთ, რომ 74 ქულით, “მანჩესტერი” პრემიერლიგის ლიდერია, მის უახლოეს მდევარ “სიტის” კი, 59 ქულა აქვს.







