"არსენალი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" იმით დაიწყო, რომ ჩემპიონს საზეიმო კორიდორი გაუკეთეს. "მეთოფეთა" ფანებს არც ეს ესიამოვნათ და ბუნებრივია, არც რობინ ვან პერსის მინდორზე გამოჩენა. თუმცა, გამოჩენას ვინ ჩივის, ჰოლანდიელმა "ემირეითსზე" გოლი გაიტანა და ყოფილ გუნდს 2 ქულა დააკარგვინა. ვინ იცის, ეს 2 ქულა “არსენალს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვად დაუჯდეს.
მასპინძლებმა, როგორც იტყვიან, გამარჯობის თქმა არ აცალეს სტუმრებს და მე-2 წუთზე დაწინაურდნენ: ტომაშ როსიცსკის პასი, თეო უოლკოტი შეიჭრა საჯარიმოში და ზუსტად დაარტყა. დე ხეა უძლური იყო - 1:0.
თამაში ცოტა არეულად წარიმართა, ბევრი შეცდომა იყო და ბაქარი სანიამ ყველას "აჯობა": ვან პერსის ჩააბარა ბურთი, ჰოლანდიელმაც შეირგო საჩუქარი, შეიჭრა საჯარიმოში და სანიამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა - წესი დაარღვია. პენალტი.
ვან პერსმა ტრიბუნების გამაყრუებელ სტვენას ყურადღება არ მიაქცია, მივიდა თეთრ ნიშნულთან და ძლიერად დაარტყა - 1:1. ბომბარდირმა წარსული არ დაივიწყა და "არსენალს" პატივი სცა, გოლის აღნიშვნა არ დაუწყია.
მეორე ტაიმი როსიცკის გაცუდებული მომენტით დაიწყო, "არსენალმა" ცოტა ხანს კიდევ შესძლო უპირატესობის შენარჩუნება და მერე უკვე იძულებული გახდა, დაცვაზე გადაეტანა მეტი ყურადღება. მანკუნიანელები უეინ რუნის დირიჟორობით უტევდნენ - რუნი ნახევარდაცვაშიც იყო და წინა ხაზზეც, ყველაფერს ასწრებდა. ვალენსიას თამაში არ წაუვიდა და ვერც ნანი ბრწყინავდა, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მაინც უკეთ გამოიყურებოდა.
"არსენალს" უფრო სჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" არაფრის დამთმობი არ იყო. "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი" - ერთ-ერთი გუნდი ლიგის საგზურის გარეშე დარჩება. "არისტოკრატებს" შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ.
"ჩელსიმ" იოლად სძლია "სუონსის" - არა მხოლოდ ანგარიშის, არამედ თამაშის მიხედვითაც. მატჩის გმირი ფრენკ ლამპარდი იყო, რომელმაც 25-ე წუთზე ტრავმირებული რამირესი შეცვალა. ლამპარდმა ჯერ ოსკარს გაუკეთა საგოლე პასი და ბრაზილიელმაც კარგად შეასრულა, ხოლო შემდეგ ხუან მატას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.
არ უმართლებდა დემბა ბას, რომელიც მეკარე ვორმმა გაამწარა - მეორე ნახევარში ორჯერ აუღო.
და ნულებით დასრულებული "რედინგი"-ქპრ. მატჩამდეც არავის ეპარებოდა ეჭვი, თუმცა ახლა ოფიციალურად ცნობილია, რომ ორივე გუნდი გავარდა. "რედინგი" უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლს ვერ ეღირსა.
რედინგი-ქპრ 0:0
რედინგი. "მადეისკი სტედიუმი". 23388 მაყურებელი
რედინგი: მაკარტი, კელი (ჰარტი 76), მარიაპა, მორისონი, განტერი, გატრიე, კარაჩანი, ბლექმენი (რობსონ-კანუ 55), მაკკანუფი, მაკლეირი (ლე ფონდრი 65).
მწვრთნელი: ნაიჯელ ადკინსი.
ქპრ: გრინი, არმან ტრაორე, ჰილი, ონუოჰა, ბოსინგვა (ფაბიო 74), ჟენასი, გრანერო, მბია (მაქკი 89), ტაარაბტი, ბოტროიდი, რემი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი.
გაფრთხილება: გრანერო (73), ფაბიო (90+2).
ბურთის ფლობა %: 46-54, დარტყმა: 16 (5) - 5(2), ჯარიმა: 9-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5, კუთხური: 9-7.
ჩელსი-სუონსი 2:0 (2:0)
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 41780 მაყურებელი
ჩელსი: ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, კოული, დავიდ ლუისი, რამირესი (ლამპარდი 24), ოსკატი, მატა, აზარი, ბა.
მწვრთნელი: რაფა ბენიტესი.
სუონსი: ვორმი, რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი (ტეილორი 82), დე გუსმანი, რუტლეჯი (დაიერი 66), ბრიტონი (შეხტერი 70), სუნ-იონგ კი, პაბლო, მიჩუ.
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი.
გოლები: 1:0 ოსკარი (44), 2:0 ლამპარდი (45 პენ),
გაფრთხილება: უილიამსი (38), ბრიტონი (45+1), ასპილიკუეტა (55), დევისი (70).
ბურთის ფლობა %: 55-45, დარტყმა: 14 (8) - 6(3), ჯარიმა: 9-9, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-6, კუთხური: 6-3.
არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (1:1)
ლონდონი. "ემირეითსი". 60112 მაყურებელი
არსენალი: შჩესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბზი, არტეტა, როსიცკი (უილშირი 63), რამსი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 78), კასორლა, უოლკოტი, პოდოლსკი (ჟერვინიო 71).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
მანჩესტერი: დე ხეა, რაფაელი (ანდერსონი 73), ფერდინანდი, ევანსი, ევრა, ჯონსი, ქერიკი, ვალენსია, ნანი (გიგზი 83), რუნი, ვან პერსი (ერნანდესი 88).
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.
გოლები: 1:0 უოლკოტი (2), 1:1 ვან პერსი (44 პენ).
გაფრთხილება: ჯონსი (17), რაფაელი (23), ვან პერსი (28), ევანსი (30), უოლკოტი (33), სანია (43), ვალენსია (66), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (81).
ბურთის ფლობა %: 55-45, დარტყმა: 11 (6) - 9(4), ჯარიმა: 12-11, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-5, კუთხური: 7-2.
ტური ორშაბათს დასრულდება "ასტონ
| 1. | 35 | 27 | 4 | 4 | 79:36 | 85 | ||
| 2. | 34 | 21 | 8 | 5 | 61:31 | 71 | ||
| 3. | 34 | 19 | 8 | 7 | 68:35 | 65 | ||
| 4. | 35 | 18 | 10 | 7 | 66:36 | 64 | ||
| 5. | 34 | 18 | 8 | 8 | 60:43 | 62 | ||
| 6. | 35 | 15 | 14 | 6 | 52:38 | 59 | ||
| 7. | 35 | 14 | 12 | 9 | 67:42 | 54 | ||
| 8. | 34 | 14 | 6 | 14 | 46:44 | 48 | ||
| 9. | 34 | 10 | 12 | 12 | 43:44 | 42 | ||
| 10. | 35 | 11 | 9 | 15 | 41:49 | 42 | ||
| 11. | 35 | 10 | 10 | 15 | 44:53 | 40 | ||
| 12. | 35 | 9 | 13 | 13 | 31:41 | 40 | ||
| 13. | 35 | 9 | 12 | 14 | 47:57 | 39 | ||
| 14. | 35 | 8 | 14 | 13 | 33:54 | 38 | ||
| 15. | 34 | 9 | 10 | 15 | 38:45 | 37 | ||
| 16. | 35 | 10 | 7 | 18 | 43:66 | 37 | ||
| 17. | 34 | 8 | 10 | 16 | 36:63 | 34 | ||
| 18. | 34 | 8 | 8 | 18 | 39:62 | 32 | ||
| 19. | 35 | 4 | 13 | 18 | 29:56 | 25 | ||
| 20. | 35 | 5 | 10 | 20 | 37:65 | 25 |
ბომბარდირები
25 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერი)
23 - ლუის სუარესი (ლივერპული)
19 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
17 - მიჩუ (სუონსი)
15 - ბა (ჩელსი), ბენკეტე (ასტონ





