კალათბურთი

17:22 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარეჟაოს თამამი განცხადება

 

ბრაზილიელი მეფარე ანდერსონ ვარეჟაო ამჟამად ესპანეთშია, სადაც მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე სამშობლოს ღირსებას იცავს, თუმცა, პირენეს ნახევარკუნძულზე ყოფნისას მას ნბა-ს მომავალ სეზონზეც ეკითხებიან და ჟურნალისტები “კლივლენდ კავალიერზის” ამბებითაც ინტერესდებიან.

“უეჭველია, ჩვენი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებისა და კევინ ლავის გადმოსვლის შემდეგ “კავალიერზი” ერთი-ორად გაძლიერდა. თუკი მოთამაშეთა ჯანმრთელობის მხრივ სირთულეები არ შეგვექმნა, დასახულ მიზანს მივაღწევთ. გასულ გათამაშებაში ჩემპიონი “სან ანტონიო” გახდა, რომლის კალათბურთელები გადამწყვეტ მომენტში სათანადო ფორმაში შევიდნენ. თუკი მათ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ანალოგიურის მიღწევას “კლივლენდიც” შეძლებს”, - ამგვარი თამამი განცხადება ვარეჟაომ Hoopshype-ის კორესპონდენტთან გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164305