ვარლამ ლიპარტელიანი უახლოეს დღეებში მენისკის ოპერაციას გაიკეთებს. ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტს მუხლი უკვე კარგა ხანია აწუხებს. ტკივილმა თავი ჩელიაბინსკურ ევროპირველობაზეც შეახსენა, მაგრამ როგორც “მსოფლიო სპორტს” თავადვე უთხრა, საგანგაშო არაფერია და მხოლოდ მსუბუქ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ხვალ ლიპარტელიანი ავსტრიაში გაემგზავრება. სავარაუდოდ, ორიოდ დღეში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პეტერ ზაიზენბახერის მიერ რეკომენდებულ კლინიკაში ლაზერული სხივებით მიკროოპერაციას გაიკეთებს და სავარჯიშო პროცესს სავარაუდოდ ერთ კვირაში დაუბრუნდება.
ოთარ მაღლაკელიძე







