სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:40 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერც "ბაიერნმა", ვერც "დორტმუნდმა"...

მოულოდნელობაც ამას ჰქვია: ნეტავ, ბოლოს როდის მოხდა, რომ ერთ ტურში "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" ჯამში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს? 

"ბაიერნმა" ვერ მოუგო გუნდს, რომელსაც ამ სეზონში ჯერ ერთი გოლიც არ გაუტანია – "ჰამბურგს". მართალია, პეპ გვარდიოლას გუნდმა არც გაუშვა, მაგრამ ვეჭვობთ, 0:0 აქტივად ჩაეთვალოთ. ისე კი, "ბაიერნი" ცოტა მოშვებული მიუდგა ამ შეხვედრას. ისე ჩანდა, თითქოს გვარდიოლამ ექსპერიმენტისთვის გამოიყენა მატჩი, არაერთხელ შეცვალა ტაქტიკა, სამმცველიანი სისტემაც მოსინჯა.

სტუმრებს ჰქონდათ უპირატესობა, გააძლიერეს თამაში შეცვლაზე შესულებმა, მარიო გიოტცემ, ჩაბი ალონსომ და რობერტ ლევანდოვსკიმ, მომენტებიც იქმნებოდა, თუმცა ჰამბურგელთა მეკარე დრობნი კარგად ირჯებოდა.

ბოლოს კი მანუელ ნოიერი გამოვარდა კარიდან და კინაღამ გოლის გაშვებად დაუჯდა. ჯერ ერთი მასპინძელი მოატყუა, მერე მეორეს ფეხებში ვარდნისას გასცდა, ცენტრამდე ირბინა და ბურთი ბოლოს "ჰამბურგის" ფეხბურთელს მიუვიდა, რომლის დარტყმული ნოიერს ხელზე შეეხო. გოლი ისედაც არ გადიოდა, ამიტომაც მსაჯმა მეკარე არ გააძევა და მხოლოდ გაფრთხილება მისცა.

ოთხი გოლი და სამი გაძევება ვნახეთ "შალკე"-"აინტრახტის" შეხვედრაში, მასპინძელთა ახალგაზრდა შემტევმა დრაქსლერმა გოლიც გაიტანა და პირდაპირ წითელი ბარათიც დაიმსახურა. თავიდან "აინტრახტი" იგებდა ორი ბურთით და ტაიმის ბოლოს გელზენკირხენელთა კამერუნელმა ფორვარდმა ჩუპო-მოტინგმა პენალტით (პანენკას სტილში, რბილად) შეამცირა სხვაობა, მეორე ნახევარის დასაწყისში კი დრაქსლერმა ახლოდან თავით გაიტანა.  

"ხუმარები" ერთი პერიოდი ცხრა თერთმეტზე ეთამაშებოდნენ სტუმრებს, სანამ მათაც არ გაუძევეს მედოევიჩი. "აინტრახტმა" რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა, მხოლოდ ალექსანდრ მაიერს ჰქონდა მომენტი და ააცილა. 

გერმანიაში ხშირია შემთხვევები, როცა მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსული კლუბი შესანიშნავ სტარტს იღებს. ამჯერად "პადერბორნი" "თავხედობს" – მათ არც "ჰანოვერი" დაინდეს და ბოლო 20 წუთში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. "პადერბორნი" ცხრილში ლიდერია, რადგან...

რადგან ვერ მოიგო "დორტმუნდმა" და სულაც წააგო მაინცში – 0:2. იაპონელმა შინჯი ოკაზაკიმ, რომელმაც წინა ტურში "ჰერტას" დუბლი "მიუძღვნა", ამეჯარდ იურგენ კლოპის გუნდსაც გაუტანა. ოკაზაკიმ მეორე ტაიმის შუაში ესპანელი ხაირო სამპეიროს პასი გამოიიყენა და ახლოდან გაიტანა.

სამპეირომ "მაინცის" მეორე გოლშიც დაიდო წვლილი, როცა სწრაფი გარღვევის შემდეგ ასისტენტობა გაუწია ჰოფმანს, თუმცა ჰიფმანს დორტმუნდელმა გინტერმა დაასწრო და საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ამ ორ გოლს შორის კი, იტალიელმა ჩირო იმობილემ პენალტი გააცუდა – მეკარე ლორის კარიუსმა კუთხე გამოუცნო.  დორტმუნდელებს მანამდეც არ გაუმართლათ, რადგან ადრიან რამოსმა ძელს მოარტყა ბურთი. ძელი ბოლო წუთზეც შეეშველა "მაინცს", როცა ჰენრიხ მხითარიანი ურტყამდა...

კლოპის გუნდი მხნედ ვერ იყო. ეტყობა, "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგაში მშვენიერ სტილში მოგებამ ცოტა გადაღალა გუნდი.          

 

აუგსბურგი-ვერდერი 4:2 (1:1)

აუგსბურგი: ჰიტცი, რაჰმან ბაბა, კარსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი (ჯეონგ-ჰო 80), ვერნერი, ალთინტოპი, ბობადილია (კაიუბი 76), მოლდერსი (მატავჟი 64)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ვერდერი: ვოლფი, ფრიცი (ბუსხი 58), გალვესი (პეტერსენი 77), გარსია, ლუკიმია-მოლონგოტი, პრიოდლი, ბარტელსი, იუნუზოვიჩი, დი სანტო, ელია (ჰაიროვიჩი 58), ზელკე

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლები: 0:1 ზელკე (3), 1:1 ბაიერი (14), 2:1 ვერჰაეგი (45 პენ), 2:2 დი სანტო (55 პენ), 3:2 ვერნერი (77), 4:2 მატავჟი (90+3)

გაფრთხილება: კორი (15), გარსია (35), ელია (40), ბარტელსი (45), დი სანტო (88)

მსაჯი: ფრიცი

 

ჰამბურგი-ბაიერნი 0:0

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, არსლანი (ჟირაჩეკი 66), ბეჰრამი, ჰოლტბი, ნიკო მიულერი (შტაინმანი 88), შტიბერი, ლასოგა (გრინი 77)

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, დანტე, ბოატენგი, რაფინია (გიოტცე 61), ალაბა, ჰიობერგი (ალონსო 53), შაქირი (ლევანდოვსკი 66), ბერნატი, ტომას მიულერი, პისარო.   

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გაფრთხილება: არსლანი (45), ნიკო მიულერი (59), ბეჰრამი (82), ნოიერი (90+2)

მსაჯი: დინგერტი

 

პადერბორნი – ჰანოვერი 2:0 (0:0)

პადერბორნი: ლუკაშ კრუზე, ჰაინლოთი (კუჩკე 71), ჰანემაიერი, შტროდიკი, ვემერი, ციგლერი, ბრიუკნერი, სტოპელკამპი, ვრანჩიჩი, კაჩუნგა (ვუჩინოვიჩი 88), კოჩი (ბაკალორცი 80)

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

ჰანოვერი: ცილერი, შულვი, საკაი, მარსელო, პანდერი, გულშელამი, კიოტაკე, შმიდებახი (ანდრეასენი 57), ბიტენკური (კარამანი 78), ხოსელუ (ბრიანი 77), სობეხი.

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0 კაჩუნგა (71), 2:0 სტოპელკამპი (90)

გაფრთხილება: სტოპელკამპი (90+1)

მსაჯი: კირხერი

 

შალკე – აინტრახტი 2:2 (1:2)

შალკე: ფერმანი, აოგო, აიჰანი, ფუხსი, კ-პ. ბოატენგი, დრაქსლერი, ჰიოგერი, მაქს მაიერი (ბარნეტა 74), ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი (მარვინ ფრიდრიხი 90), ჰუნტელაარი (ობასი 82)

მწვრთნელი: იენს კელერი

აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, ჯაკპა (ოციპკა 58), რუში, სამბრანო, ჰასებე, იგნიოვსკი (აიგნერი 72), ინუი, მედოევიჩი, ალექსანდრ მაიერი, სეფეროვიჩი.   

მწვრთნელი: ტომას შააფი

გოლები: 0;1 ალექსანდრ მაიერი (15), 0:2 რუში (24), 1:2 ჩუპო-მოტინგი (41 პენ), 2:2 დრაქსლერი (50)

გაფრთხილება: ბოატენგი (25, 61), მედოევიჩი (40, 85), სამბრანო (52), იგნიოვსკი (66)

გაძევება: ბოატენგი (61), დრექსლერი (71) – მედოევიჩი (85)

მსაჯი: შმიდტი

 

შტუტგარი – ჰოფენჰაიმი 0:2 (0;1)

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, რუდიგერი, შაკაი (რაუში 74), შვააბი, დიდავი, გენტნერი, ლეიტნერი, რომეუ (კოსტიჩი 77), ჰარნიკი (მაქსიმი 70), ვერნერი

მწვრთნელი: არმინ ფე

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზულე, ფირმინო, პოლანსკი, რუდი, შვეგლერი (ვესტერგარდი 83), შტრობლი, ცუბერი (ფოლანდი 68), ელიონუსი, მოდესტე (შიპლოკი 86)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0;1 მოდესტე (15), 0:2 ელიონუსი (84)

გაფრთხილება: რუდი (70), შიპლოკი (89)     

მსაჯი: შიპელი

 

მაინცი-დორტმუნდი 2:0 (0:0)

მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, ბელი, დიასი, ხარა, გაისი, ბაუმგარტლინგერი, ალაგუი (სამპეირო 60), მორიტცი (კოხი 83), ჰოფმანი (ჯურიჩიჩი 86), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, გინტერი, დურმი, იოჟიჩი, სვენ ბენდერი (მარუოკა 80), გროსკროიცი, კაგავა (მხითარიანი 65), ობამეიანგი, რამოსი (იმმობილე 65)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ოკაზაკი (66), 2:0 გინტერი (74 ავტოგოლი)

70-ე წუთზე იმობილემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე) 

გაფრთხილება: გროსკროიცი (77), გაისი (82)

მსაჯი: პერლი

 

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093558