ჭიდაობა

13:14 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოს “ოქროს დიდი პრიზი”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა “ოქროს დიდი პრიზის” პირველ ტურნირზე 2 მედალი მოიპოვა - ვეჰბი ემრეს მემორიალზე, რომელსაც ტრადიციულად სტამბოლმა უმასპინძლა, კვარცხლბეკზე რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) და მიხეილ ქაჯაია (96 კგ) ავიდნენ. ნადარეიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალში მან თურქეთის ნაკრების ტიტულოვან წევრ სელჩუკ ჩებისთან წააგო. ქაჯაიამ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
თურქეთში საქართველოს ნაკრები 16-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. მთავარი მწვრთნელის, ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებით, სტამბოლური განაცხადი ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებით შეივსო. ჩემპიონები და ნაკრების გამოცდილი წევრები კი 23-24 თებერვალს უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გასამართი ანალოგიურ ტურნირში ჩაერთვებიან. სწორედ ამ ორი “ოქროს დიდი პრიზის” შედეგების გათვალისწინებით და მოსამზადებელ შეკრებებზე ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვებით დაასახელებს დარჩია იმ შვიდეულს, რომლითაც 19-24 მარტს თბილისში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის განაცხადს შეავსებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089197