ფეხბურთი

21:49 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩმა” მეათეზე აიწია, “ბარნლი” მეოცეზე დაეშვა

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში “ვესტ ბრომვიჩმა” პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ კლუბ “ბარნლის” უმასპინძლა.

პირველი გოლი თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში გავიდა, ბრანტის პასით დოუსონმა გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს ახალგაზრდა სეიდუ ბერაინომ გაიტანა.

ბერანიო ინგლისურ ფეხბურთში პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება. ხშირად უწევდა ქვედა ლიგის გუნდებში არენდით ყოფნა, თუმცა კლარკმა შანსი მისცა და ბერანიომაც თავი გამოიჩინა. შემდეგ კლარკი გუნდიდან წავიდა, ხოლო მოთამაშე კლუბში დარჩა და გასულ სეზონში ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

მეორე ტაიმში ბერანიომ კიდევ გაიტანა, საგოლე პასის ავტორად კვლავ დორანსი მოგვევლინა. ორი სიტყვა დორანსზეც უნდა ითქვას. 2 საგოლე პასის გარდა, მეოთხე გოლი თავად გაიტანა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ალან ირვინის ფეხბურთელებმა მნიშვნელოვან გამარჯვება მოიპოვეს, მოპოვებული სამი ქულით მე-10 ადგილზე აინაცვლეს, ქულებით კი მე-7 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუთანაბრდნენ.

რაც შეეხება “ბარნლის,” ჩემპიონატის საწყისი ტურებიდანვე ცხადი გახდა, რომ მათ მოუწევთ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. 6ტურის შემდეგ 3 ფრითა და ამდენივე წაგებით გუნდი ბოლო ადგილს იკავებენ.

 

“ვესტ ბრომვიჩი” – “ბარნლი” 4:0 (2:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუთორნსი.” 24 286

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ვისდომი, დოუსონი, ლესკოტი, პოკონიოლი (გამბოა 83), გარდნერი (იაკუბო 87), მორისონი, ბრანტი, სესენონი (სამარასი 74), დორანსი, ბერაინო

მთავარი მწვრთნელი: ალან ირვინი

ბარნლი: ჰიტონი, ტრაიპერი, დაფი, შაკელი, მი, არფილდი, ბოიდი, კაიტლი, ვოლასი (ჩალობაჰი 46), რიდი (ბარნსი 46), იუტკევიჩი (სორდელი 68)

მთავარი მწვრთნელი: სინ დუჩე

გოლი: 1:0 დოუსონი (30), 2:0, 3:0 ბერაინო (45+1, 56), 4:0 დორანსი (90)

მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ჩალობაჰი (47), დორანსი (75), მი (89)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160793