ჭიდაობა

14:44 | 26.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

24-25 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ვეტერან სპორტსმენთა შორის, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა ჩინებული შედეგი აჩვენეს. 3 სპორტსმენით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
მსოფლიო ჩემპიონები საქართველოს სამბოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი თემურ გიორგაძე (62 კგ.) და ოთარ ყურაშვილი (მძიმე) გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედალს ბესარიონ მიქელთაძე (მძიმე) დაეუფლა.
ვეტერანი ქართველი სამბისტები თბილისში 26 ოქტომბერს 17:00 საათზე ჩამოფრინდებიან.

 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური
0.092578