ფეხბურთი

13:47 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში “ზენიტს” უახლოვდება

დიდი ალბათობით, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში დაიკავებს. ამის შესახებ “სკაი იტალია” იუწყება.

როგორც ირკვევა, რუსებმა “ტოტენჰემის” ყოფილ თავკაცს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. თავის მხრივ, ვილაშ-ბოაში “ზენიტის” წინადადებით მოხიბლულია და მისი გაწვრთნის წინააღმდეგი არაა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად, ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემში” მუშაობდა, საიდანაც გასული წლის ბოლოს დაითხოვეს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094769