ჭადრაკი

18:13 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიშვანათან ანანდი ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოლებს

ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, რომელსაც ქალაქი ხანტი მანსიინსკი (რუსეთი) მასპინძლობს, მსოფლიოს ექსჩემპიონმა ვიშვანათან ანანდმა (ინდოეთი) 8.0 ქულა დააგროვა, მდევართა ხუთკაციან (მამედიაროვი, კარიაკინი, არონიანი, ანდრეიკინი, კრამკინი) ჯგუფს 1,5 ქულით გაუსწრო, პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან (ნორვეგია) შეხვედრის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ანანდს ჩემპიონის ტიტული კარლსენმა ჩამოართვა. პრეტენდენტთა ტურნირის მოგების შემდეგ ანანდს რევანშის აღების კარგი შანსი ეძლევა.

ბოლოსწინა, XIII ტურის ტექნიკური შედეგები:

ვიშვანათან ანანდი – სერგეი კარიაკინი 0,5:0,5

ვლადიმერ კრამკინი – ვესელინ ტოპალოვი 1:0

პიოტრ სვიდლერი – შახრიარ მამედიაროვი 0,5:0,5

დიმიტრი ანდრეიკინი – ლევონ არონიანი 1:0

სატურნირო მდგომარეობა XIII ტურის შემდეგ:

1.ანანდი – 8,0, 2-6. არონიანი, კარიაკინი, მამედიროვი, კრამკინი, ანდრეიკინი – 6,5-6,5, 7. სვიდლერი – 6,0,8. ტოპალოვი – 5,5.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172215