ჭადრაკი

20:39 | 29.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიზიტი ზემო იმერეთში...

რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის  მიზნით  26- 27 იანვარს  საჩხერე- ჭიათურას   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი  გიორგი გიორგაძე და იმერეთის საჭადრაკო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
აღსანიშნავია,  რომ  ჭიათურაში  პირველად   დაფუძნდა  სპორტული ფედერაცია და  ადგილობრივი საჭადრაკო ფედერაციის პირველი პრეზიდენტად  ამირან ხახიაშვილი აირჩიეს,  ხოლო  გენერალურ მდივნად პეტრე ჯაჯანიძე.
 საჩხერეში   სტუმრებს  მოსწავლეთა სასახლეში მოქმედმა ჭადრაკის წრემ უმასპინძლა. ჭადრაკს საჩხერეში მოზარდებს უკვე წლების განამვლობაში  ასმათ აბრამიშვილი ასწავლის.
პატარებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი  ერთდროული  თამაშის სეანსში  ასპარეზობა გახლდათ. რადგან, მათ თამაში საერთაშორისო  დიდოსტატ  გიორგი გიორგაძესთან მოუწიათ.  
 

http://gcf.org.ge

0.097332