სერია A-ში, კვირა დღის მთავარი მოვლენა ვალტერ მაცარის თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება იყო. იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლის“ 2009 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე წვრთნიდა. კვირას, „სან პაოლოზე“, ის უკვე სტუმრის სტატუსით წარსდგა და ამ სტადიონზე მისი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა.
1980 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში 5 გოლი გავიდა, აქედან 4 ბოლო 11 წუთში. იგუაინის მიერ ანგარიშის გახსნას კამბიასომ უპასუხა. მალევე, თავი მერტენსმა და ჯემაილიმ გამოიჩინეს და მასპინძლები წინ 2 ბურთით გავიდნენ, მაგრამ ტაიმის მე-2 დამატებულ წუთზე, სხვაობა ნაგატომომ შეამცირა.
შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, რიკი ალვარესმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და „ინტერი“ კაცნაკლული დარჩა, ხოლო ათიოდ წუთში თავისი გოლი კალიეხონმაც გაიტანა. „ნაპოლის“ უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლო, მაგრამ მე-2 დამატებულ წუთზე, პანდევმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
„იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა კარლოს ტევესმა, რომელმაც აუტსაიდერთა შორის მყოფ „სასუოლოსთან“ გაიბრწყინა. არგენტინელმა ანგარიში მე-15 წუთზე, მას შემდეგ გახსნა, რაც ვიდალის დარტყმულს დაამატა. 28-ე წუთზე, ტევესმა პელუზოს გაატანინა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე, მან მეტოქე მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ტევესმა შეხვედრას წერტილი 68-ე წუთზე, ისლას ფლანგური გადაცემის შემდეგ დაუსვა.
ამ თამაშის შემდეგ "იუვენტუსი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ 8 თამაში ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია.
10 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა მიროსლავ კლოზემ. მას შემდეგ სერია A-ში ჩატარებულ 3 მატჩში „ლაციოს“ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული. ვეტერანი გერმანელი თავდამსხმელი დუბლით დაბრუნდა, ხოლო რომაელებმა გასავარდნ ზონაში მყოფ „ლივორნოს“ 2:0 სძლიეს. კლოზემ თავი მე-19 და 26-ე წუთზე, მეკარეთან 2-ჯერ პირისპირ გასვლით გამოიჩნა.
ზედიზედ მე-3 საშინაო თამაში მოიგო „ფიორენტინამ“. ფლორენციელებმა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ იოლად სძლიეს. მე-13 წუთზე, ილიჩიჩმა, 2 მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დარტყმა მაინც მოახერხა. დანარჩენ ორი გოლის ავტორებად და ასისტენტებად ჯუზეპე როსი და ბორხა ვალერო მოგვევლინენ. ჯეტ იტალიელმა გაატანინა ესპანელს, შემდეგ კი - პირიქით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო გოლი. ბორხა ვალეროს კარგი გადაცემის შემდეგ, როსიმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
კიევო-სამპდორია 0:1 (0:1)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი”
კიევო (4-3-3): პუჯონი, სარდო (პალოსკი 84), დაინელი, სეზარი, ფრეი, რადოვანოვიჩი (პელისიე 66), რიგონი, ჰეტემაი, სესტუ, ტერო, ესტიგარიბია (ლაზარევიჩი 52).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი (როდრიგესი 86), მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, პალომბო, რენანი (სანსონე 69), გაბიადინი, კრსტიჩიჩი, სორიანო, ედერი (ბიარნასონი 51).
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
გოლი: 0:1 ედერი (16).
გაფრთხილებები: ფრეი 14, სეზარი 45+2, რიგონი 75, ლაზარევიჩი 90 - გაბიადინი 14, დე სილვესტრი 43, სორიანო 45+2, პალომბო 79, კრსტიჩიჩი 86.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11 (6)-9 (2), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 1-6, ჯარიმა: 15-22.
ფიორენტინა-ბოლონია 3:0 (2:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
ფიორენტინა (3-4-1-2): ნეტო, ტომოვიჩი (კომპერი 81), როდრიგესი, სავიჩი, კუადრადო, აკვილანი, ფერნადნესი, ვარგასი, ვალერო, ილიჩიჩი (ხოაკინი 61), როსი (რებიჩი 77).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, გარიკსი (ბიანკი 46), ანტონსონი, ნატალი, მორლეო, კრინი (დელა როკა 73), პაციენცა, კონე, დიამანტი, ლაშალტი (მანტოვანი 46), კრისტალდო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (13), 2:0 ვალერო (29), 3:0 როსი (64).
გაფრთხილებები: კუადრადო 52, რებიჩი 79 - დიამანტი 62.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 18 (8)-8 (4), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 10-11.
ჯენოა-ატალანტა 1:1 (0:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, გამბერინი, მარკეზე, ბიონდინი, მათუსალემი, ბერტოლაჩი (დე მაიო 88), ანტონელი, კონატე (კალაიო 59), ჯილარდინო, ფეტფაციდისი (სტურარო 55).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, სკალონი, მილიაჩო, ლუჩინი, ბრივიო, კონე (ბრიენცა 75), კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა (მარილუნგო 86), მორალესი (დე ლუკა 71), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 1:0 ბერტოლაჩი (72), 1:1 დე ლუკა (90+4).
გაფრთხილებები: ლუჩინი 90+1, დე ლუკა 90+5.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13 (3)-15 (4), კუთხური: 10-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 10-13.
ლაციო-ლივორნო 2:0 (2:0)
რომი, “ოლიმპიკო”
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი, კონკო, კანა (ბიავა 46), დიასი (სიანი 80), რადუ, კანდრევა, ბილია, ერნანესი, ლულიჩი, ედერსონი (ვარგასი 65), კლოზე.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, კოდა (ვალენტინი 46), ემერსონი, ჩეკერინი, სკატარელა, ლუცი, დუნკანი, მბაიე (გრეკო 46), ბიაჯანტი, სილიგარდი (ემეგარა 64), პაულინიო.
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.
გოლები: 1:0 კლოზე (19), 2:0 კლოზე (26).
გაფრთხილებები: ერნანესი 31, რადუ 66 - კოდა 5, ლუცი 43, სკატარელა 45, გრეკო 55, დუნკანი 74.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 17 (5)-10 (1), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 21-17.
პარმა-კალიარი 0:0
პარმა, “ენიო ტარდინი”
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა (მენდესი 29), ლუკარელი, გობი, აკუა, მარკიონი (ამაური 83), ვალდესი (მუნარი 72), ბიაბიანი, კასანო, სანსონე.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი (პერიკო 65), დესენა, ნაინგოლანი, ერიკსონი (კოსუ 57), ეკდალი, საუ, ნენე.
მწვრთნელი: ივო პულგა.
გაფრთხილებები: კასანო 36, მენდესი 54, ვალდესი 58, ლუკარელი 66 - ნაინგოლანი 18, ეკდალი 53, ნენე 62, როსეტინი 66.
მსაჯი: დინო ტომაზი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 10 (2)-18 (4), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 12-16.
უდინეზე-ტორინო 0:2 (0:0)
უდინე, “ფრიული”
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი, ორტო, დანილო, ნალდო (ლოპესი 61), ბასტა, ალანი, ლაცარი, გაბრიელი, პერეირა, ფერნანდესი (მაიკოსუელი 46), დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ტორინო (3-4-1-2): პადელი, გლიკი, მაქსიმოვიჩი, მორეტი, დარმიანი, ბრიგი (ბაშა 70), ფარნერუ, პასკუალი, ვივესი (გაცი 73), ჩერჩი (მეჯორინი 83), იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 0:1 ფარნერუ (48), 0:2 იმობილე (75).
გაფრთხილებები: ლაცარი 21, ნალდო 59 - მაქსიმოვიჩი 16, ფარნერუ 40, იმობილე 79.
მსაჯი: მასიმილიანო ირატი.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 20 (3)-7 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-3, ჯარიმა: 10-13.
იუვენტუსი-სასუოლო 4:0 (3:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პოგბა, ისლა, ვიდალი (პადოინი 75), ასამოა, პელუზო (დე ჩელიე 57), ლიორენტე, ტევესი (კვალიარელა 70).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
სასუოლო (3-4-1-2): პეგოლო, მარცორატი, ბიანკო, ანტეი, გაცოლა, მარონე, კურტიჩი (ძაძა 52), ლონგი, მანიანელი (ჩიბსა 72), მისიროლი, ფლორო (მასუჩი 76).
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
გოლები: 1:0 ტევესი (15), 2:0 პელუზო (28), 3:0 ტევესი (45), 4:0 ტევესი (68).
გაფრთხილებები: პელუზო 19 - მანიანელი 11.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 20 (8)-12 (0), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-4, ჯარიმა: 12-14.
ნაპოლი-ინტერი 4:2 (3:2)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეილერი (პანდევი 90+1), ინლერი, ჯემაილი, ინსინიე, კალიეხონი, მერტენსი (არმერო 86), იგუაინი (ბეჰრამი 78).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო (იკარდი 82), რანოკია, როლანდო, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 61), ალვარესი, ნაგატომო, კამბიასო, გუარინი, პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 1:0 იგუაინი (9), 1:1 კამბიასო (36), 2:1 მერტენსი (39), 3:1 ჯემაილი (42), 3:2 ნაგატომო (45+2), 4:2 კალიეხონი (81).
92-ე წუთზე პანდევმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: ინსინიე 29, ინლერი 32 - ალვარესი 46, რანოკია 90+2.
გაძევება: ალვარესი 72.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 13 (9)-11 (5), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-5, სეივი: 3-5, ჯარიმა: 12-8.





