ძიუდო

20:17 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაურის რევანში და გუნდური მეოთხე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან წიკლაურმა (81 კგ) ბაქოს “დიდი სლემი” დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედალს დაეუფლა. ამასთან, ჩემპიონისთვის დაწესებული 500 სარეიტინგო ქულაც მიითვალა და “მსოფლიოს მასტერსზე” ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) კი მსოფლიოს ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირი ბრინჯაოს მედლებით და 200-200 ქულით ჩაამთავრეს.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე წიკლაური სატურნირო ბადეში ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩის სიახლოვეს მოხვდა. მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა, ისევე, როგორც ახლახან ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე. მაშინ გამარჯვებული მარიანოვიჩი გამოვიდა, ამჯერად კი ბრძოლა ქართველი ძიუდოისტის სრული უპირატესობით წარიმართა და წმინდა გამარჯვებითაც დასრულდა სულ რაღაც წუთნახევარში. ამ შეხვედრამდე ლევან წიკლაურმა ჩეხ იარომირ მუსილს ოთხწუთნახევარში სძლია. ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ალიმრისთან ვაზარს აგებდა და მეტოქეს მეორე წუთის მიწურულს მოუმთავრა საქმე. ფინალში კი იპონითვე გაუსწორდა ფრანგ ალენ შმიტს.

გოგოჭურმაც მერვედფინალით დაიწყო, სადაც შვედ ჟოაკიმ დვარბის იპონით მოუგო. მეოთხედფინალში უკვე თავად დამარცხდა სუფთად რუსეთის ნაკრების წევრ კამილ მაგომედოვთან და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელი რამინ გურბანოვი ორ წუთში ჩამოიშორა. “ბრინჯაოს ფინალში” კი უკრაინელ სტანისლავ რეტინსკის უპრობლემოდ აჯობა.

ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მატიაშვილმაც მეოთხედფინალში დაკარგა, რუს ანდრეი ვოლკოვთან წმინდად წაგებით. იქამდე მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიარს ორ წუთში აჯობა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი რუმინელ დანიელ ნატეას იპონით გასცდა და გადამწყვეტ შეხვედრაში მონღოლ სუგარიარგალ ბოლდპურევს მეოთხე წუთის დასაწყისში სძლია.

დღესვე აზერბაიჯანულ ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), გიორგი ნოზაძე, გურამ თუშიშვილი (ორივე 100 კგ) და ონისე ბუღაძეც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და შიჯიბრებას უმალ გამოეთიშნენ.

ღვინიაშვილმა პირველ წრეში სუფთად წააგო არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ივან რემარენკოსთან. ნოზაძე ტურნირს მონღოლმა ენხბატ ერდენებილეგმა გამოთიშა, თუშიშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი უკრაინელი ვიაჩესლავ დენისოვი აღმოჩნდა, ბუღაძისთვის – აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ვახტანგ ბიტიევი.

დღესვე კიმონო საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ირინე ლეონიძემაც მოირგო, მაგრამ ჯერ მეოთხედფინალში წააგო იპონით ბრაზილიელ კლაუდირენ სეზართან, შემდეგ კი იპონითვე დამარცხდა ხორვატ ივანა სუტალოსთან და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ირაკლი უზნაძის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

ძიუდო

დიდი სლემი

ბაქო

კაცები

4-5 მაისი

 

60 კგ

1 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

2 ასხატ ტელმანოვი (ყაზახეთი)

3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

3 პაველ პეტრიკოვი (ჩეხეთი)

 

66 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

2 ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

3 შალვა ქარდავა (საქართველო)

3 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

 

73 კგ

1 რუსტემ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ვიქტორ სკვორცოვი (აგს)

3 მარსელო კონტინი (ბრაზილია)

3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

 

81 კგ

1 ლევან წიკლაური (საქართველო)

2 ალენ შმიტი (საფრანგეთი)

3 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

3 სერგიუ ტომა (აგს)

 

90 კგ

1 შაჰინ გაჰრამანოვი (აზერბაიჯანი)

2 ვალენტინ გრეკოვი (უკრაინა)

3 ზვიად გოგოჭური (საქართველო)

3 ალექსანდრ ჟურეკა (ჩეხეთი)

 

100 კგ

1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 ენხბატ ერდენებილეგი (მონღოლეთი)

3 მარტინ პაცეკი (შვედეთი)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

 

+100 კგ

1 ვალტერ სანტოსი (ბრაზილია)

2 დავიდ მოურა (ბრაზილია)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

 

გუნდური ჩათვლა. კაცები

ო     ვ     ბ     V     VII

1 აზერბაიჯანი              3      1      2      3      4

2 მონღოლეთი               2      1      0      1      1

3 ბრაზილია                   1      1      1      0      1

4 საქართველო            1     0     4      1        0

5 აგს                             0      1      1      0      0

6 უკრაინა                      0      1      0      2      0

7 საფრანგეთი               0      1      0      0      1

8 ყაზახეთი                   0      1      0      0      0

9 რუსეთი                     0      0      3      2      2

10 ჩეხეთი                     0      0      2      0      0                                                                   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095122