პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ World Soccer-ის გამოკითხვის მიხედვით 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. რეფერენდუმში ჟურნალისტები და საფეხბურთო სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას, რომელთაც, 2008 წლის მსგავსად, უძლიერესად კვლავ პორტუგალიელი მოთამაშე აღიარეს.
World Soccer-ის გამოკითხვის მიხედვით მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერია, მესამე – არგენტინელი ლეო მესი.
