ავტოსპორტი

2:37 | 30.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

რუსთავის ახალ საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2012 წლის ჩემპონატი დასრულდა. გაიმართა მე-7 ეტაპის რბოლები, რომლებმაც ჩემპიონების ვინაობა გაარკვიეს. გრან ტურიზმოს შეუზღუდავ კლასში, საქართველოს ჩემპიონი ლევან კვინიკაძე გახდა, რომელმაც მე-7 ეტაპის ორივე რბოლა მოიგო და საბოლოოდ, 18.5 ქულით აჯობა ზურაბ ბეჟაშვილს (ორივე ჰონდა სივიკი). მესამე ადგილი კი ვასიკო ჭონიშვილმა (ბეემვე) დაიკავა.

ტურინგ 1500-ში საქართველოს ჩემპიონის წოდება დავით ჩხიკვიშვილმა მოიპოვა, რომელმაც მთელი სეზონი ყველაზე სტაბილურად ჩაატარა და ბოლო ეტაპზე მესამე ადგილიც ეყო ტიტულის მოსაპოვებლად. ბოლო ეტაპი კი დავით მენთეშაშვილმა მოიგო. უნდა ითქვას, რომ GT-შეუზღუდავისა და ტურინგის კლასების პილოტებს ერთად უწევდათ ასპარეზობა და გაერთიანებულ რბოლაში, მენთეშაშვილმა მესამე ადგილის დაკავება შეძლო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჭონიშვილმა ასპარეზობა დაზიანებული მანქანით დაასრულა.

ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე შედგა 14 წლის სანდრო თავართქილაძის დებიუტი GT-შეუზღუდავ კლასში. სანდრო ცნობილი ქართველი მრბოლის, ოთარ თავართქილაძის შვილია და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველივე რბოლაში კარგი სისწრაფე აჩვენა. პირველ რბოლაში, თავისი „სიტროენით“ რომ მეოთხე ადგილი დაიკავა, არავის გაჰკვირვებია - მის სამივე მეტოქეს გამარჯვებისთვის იბრძოდა. სანდრო მეორე რბოლაშიც მეოთხეზე გავიდა, ოღონდ ამჯერად 9 მრბოლმა იასპარეზა. თანაც, მან ფინიშს გამარჯვებულის წრეზე მიაღწია და ტურინგის გამარჯვებულ მენთეშაშვილს 6 წამით ჩამორჩა. მოკლედ, შესანიშნავი დებიუტია!

 

ფორმულა ალფას კლასში კვლავ შეუდარებელი იყო ნიკა ადეიშვილი (გალფი), რომელმაც ჯერ კიდევ წინა ეტაპზე გაინაღდა ჩემპიონის წოდება. აღსანიშნავია, რომ მან სეზონის მხოლოდ პირველ ეტაპზე დათმო ბრძლა რუსეთის და ფინეთის მრავალგზის ჩემპიონ ვიქტორ შაიტართან, დანარჩენი რბოლების ფინიშთან კი ყოველთვის პირველი იყო.

ბოლო ეტაპზე კი შაიტარსაც სჯობდა. რუსმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო, მაგრამ კვალიფიკაციასა და სუპერ პოულის რბოლებში, ჩვენებური აშკარად უფრო სწრაფი იყო. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ადეიშვილს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ოღონდ, ამისთვის საჭიროა, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალება მიეცეს. ფორმულების კლასში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ჩემპიონს და მის სამომავლო გეგმებს, მოგვიანებით უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ.

 

სხვათა შორის, ფორმულას კლასში მოასპარეზე ახალგაზრდა პილოტებს - ლაშა ნადირაშვილს, ირაკლი ჩხეიძეს და დავით აფციაურსაც სეზონის დასაწყისთან შედარებით, დროები გაუმჯობესებული აქვთ, რაც მათს წინსვლაზე მეტყველებს. მათი წინსვლა კი გამოცდილი პილოტების - მევლუდ მელაძის და დავით რამიშვილის დამსახურებაცაა. აღსანიშნავია, რომ რამიშვილი და ზაზა დუდაური მოსკოვიდან რეგულარულად ჩამოდიან, რათა რბოლებში მონაწილეობა მიიღონ. დუდაურმა ამის გამო, სპეციალური ჯილდო და კვარცხლბეკზე ასვლაც დაიმსახურა. სამწუხაროდ, ბოლო ორი ეტაპი გამოტოვა კიდევ ერთმა ახალგაზრდა პილოტმა ნიკა სურგულაძემ, ვინც კარტინგის საერთაშორისო რბოლებში ასპარეზობდა.

 

დაბოლოს, ლეჯენდსის შესახებ. მართალი გითხრათ, სეზონის დასაწყისში იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ ამ შედარებით ახალ კლასში, რომელიც ამერიკასა და ევროპაში სწრაფად მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ასეთ საინტერესო რბოლებს ვიხილავდით. არადა, სწორედ ასე მოხდა - 7 ეტაპზე ჩატარებული 14-ვე რბოლა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზოგიერთ მათგანზე, პირველობისთვის ერთდროულად 6 მრბოლიც კი იბრძოდა. ფინიშზე კი მათ ხშირად მხოლოდ წამი აშორებდა ხოლმე.

ლეჯენდსშიც ჩემპონი „გალფ რეისინგის“ პილოტი, გიორგი ბეჟიტაშვილი გახდა. მართალია, ბოლო რბოლაში მას ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ტავი არ დაუზგავს და ორ რუსთან - შაიტართან და გამოცდილ ოლეგ ჩებოტარევთან ბრძოლაში, მეოთხე ადგილს დასჯერდა. შაიტარმა ორი წამით აჯობა, ჩებოტარევი კი წამზე ნაკლებით თავად ჩამოიტოვა.

მეშვიდე ეტაპის ორივე რბოლა კი შოთა აფხაზავამ მოიგო, ადამიანმა, რომლის მონდომებითაც, საქართველოში ეს შესანიშნავი ავტოდრომი აშენდა. პირველ რბოლაში მან შაიტართან და ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა თასის გამარჯვებულ დათა ქაჯაიასთან დაძაბულ პაექრობაში იმარჯვა. ფინიშთან ეს სამეული წამის ნახევარმა დააშორა. მეორე რბოლაში კი აფხაზავამ გიორგი არჯევანიძეს წამით აჯობა. სხვათა შორის, არჯევანიძეს პირველ რბოლაშიც შეეძლო მეორეზე გასვლა, მაგრამ ბოლო წრეზე წასულს, მანქანა დაუზიანდა და ასპარეზბა ტრასის მიღმა დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს ლაშა ჭანტურიამ, არჩილ ბიძნაშვილმა და დავით კაკაბაძემ. სამწუხაროდ, ბოლო ორ რბოლაში მათ მოწინავეებს კონკურენცია ვეღარ გაუწიეს, რაც ნაწილობრივ ტექნიკის გაუმართაობის გამოც მოხდა. ბოლო ეტაპი იმითაც იყო საინტერესო, რომ ლეჯენდსის კლასში, ოთარ თავართქილაძის დებიუტი შედგა.

რუსი მრბოლების გარდა, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, ლეჯენდსის კლასში, ბელარუსმა და ფინელმა მრბოლებმაც იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორი ფინელიდან უფრო გამოცდილ იანი კუიუალას არ გაუმართლა - პირველივე რბოლის დასაწყისში ძრავი დაეწვა და ამის გამო, მეორე რბოლის სტარტზე გამოსვლა ვერ შეძლო. ნიკო ცედერბერგმა კი ორივე რბოლა პელოტონის მეორე ნაწილში გაატარა.

 

რუსთავის მოტორპარკზე სეზონი ამ უქმეებზე დასრულდება, როდესაც ავტოდრომი საერთაშორისო რბოლას უმასპინძლებს, რომელშიც კიდევ რამდენიმე უცხოელი მრბოლი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის კი ერთი - უკრაინიდან, სუსტი სქესისაა და როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგი პილოტია. სეზონის ბოლო რბოლაში, ის ალბათ ერთადერთი ქალი მრბოლი არ იქნება - GT-შეუზღუდავ კლასში მონაწილეობა შესაძლოა მერი გვასალიამაც მიიღოს.

 

GT-შეუზღუდავი. პირველი რბოლა

1. ლევან კვინიკაძე (საქართველო)                       10:44.466

2. ვასიკო ჭონიშვილი (საქართველო)                  59.937

3. ზურაბ ბეჟაშვილი (საქართველო)                    65.434

4. სანდრო თავართქილაძე (საქართველო)         1 წრე

 

 

GT-შეუზღუდავი/ტურინგი-1500. მეორე რბოლა

1. ლევან კვინიკაძე (საქართველო)                       24:02.220

2. ზურაბ ბეჟაშვილი (საქართველო)                    7.133

3. დავით მენთეშაშვილი (საქართველო)            2:04.946

4. სანდრო თავართქილაძე (საქართველო)         2:10.792

5. ვასიკო ჭონიშვილი (საქართველო)                  2:32.878

6. გიორგი კიკნაძე (საქართველო)                        1 წრე

7. დავით ჩხიკვიშვილი (საქართველო)               1 წრე

8. ზურაბ ბაქრაძე (საქართველო)                         1 წრე

9. დავით კიკნაძე (საქართველო)                          1 წრე

 

კლასიფიკაციები

GT-შეუზღუდავი

1. ლევან კვინიკაძე (საქართველო)                       187 (20)

2. ზურაბ ბეჟაშვილი (საქართველო)                    168.5 (22)

3. ვასიკო ჭონიშვილი (საქართველო)                  112.5 (0)

4. მერი გვასალია (საქართველო)                           34 (20)

5. არჩილ ჩიქოვანი (საქართველო)                       22 (0)

6. ირაკლი ვადაკარია (საქართველო)                  0 (47)

7. გიორგი არჯევანიძე (საქართველო)                0 (30)

8. არჩილ ბიძნაშვილი (საქართველო)                 0 (22)

9. სანდრო თავართქილაძე (საქართველო)         0 (21)

10. ვარო აკოფიანი (სომხეთი)                               0 (20)

11. სანდრო ლომაძე (საქართველო)                     0 (20)

12. ლევან ქვარცხავა (საქართველო)                    0 (10)

13. გიორგი სულავა (საქართველო)                      0 (9)

 

ტურინგი-1500

1. დავით ჩხიკვიშვილი (საქართველო)               110 (22)

2. გიორგი კიკნაძე (საქართველო)                        106 (25)

3. ზურაბ ბაქრაძე (საქართველო)                           94.5 (10)

4. დავით მენთეშაშვილი (საქართველო)            70 (26)

5. ლევან ვაჭარაძე (საქართველო)                        38 (0)

6. გოგა გელაშვილი (საქართველო)                      20 (20)

7. დავით კიკნაძე (საქართველო)                          18 (9)

8. გიორგი რეხვიშვილი (საქართველო)              0 (18)

9. იოსებ ბეგოიძე (საქართველო)                          0 (16)

10. გიორგი ნოზაძე (საქართველო)                      0 (0)

 

 

ფორმულა ალფა

მე-7 ეტაპი, რბოლა

1. ნიკა ადეიშვილი (საქართველო)                      24:40.509

2. ირაკლი ჩხეიძე (საქართველო)                        15.840

3. მევლუდ მელაძე (საქართველო)                      42.805

4. ლაშა ნადირაშვილი (საქართველო)                45.117

5. დავით რამიშვილი (საქართველო)                  52.115

6. ზაზა დუდაური (საქართველო)                       1:03.207

7. დავით აფციაური (საქართველო)                    2 წრე

8. ვიქტორ შაიტარი (რუსეთი)                              10 წრე

 

მრბოლების კლასიფიკაცია

1. ნიკა ადეიშვილი (საქართველო)                      242 (15)

2. მევლუდ მელაძე (საქართველო)                      139 (11)

3. ლაშა ნადირაშვილი (საქართველო)                134 (12.5)

4. ირაკლი ჩხეიძე (საქართველო)                         124 (0)

5. დავით რამიშვილი (საქართველო)                  86 (0)

6. ნიკა სურგულაძე (საქართველო)                      52 (14)

7. ზაზა დუდაური (საქართველო)                       46 (0)

8. შოთა აფხაზავა (საქართველო)                         36 (0)

9. ვიქტორ შაიტარი (რუსეთი)                              35 (0)

10. დავით აფციაური (საქართველო)                  24 (0)

11. ბაგრატ ბატატუნაშილი (საქართველო)        0 (16)

 

გუნდური კლასიფიკაცია

1. გალფ რეისინგი (საქართველო)                        381 (26)

2. MIA ფორსი (საქართველო)                                252.5 (18)

3. ART (საქართველო)                                             139 (0)

4. F-მოტორსი (საქართველო)                                60 (22)

 

 

ლეჯენდსი

მე-7 ეტაპი, პირველი რბოლა

1. შოთა აფხაზავა (საქართველო)                         20:10.133

2. ვიქტორ შაიტარი (რუსეთი)                              0.196

3. დათა ქაჯაია (საქართველო)                              0.553

4. არჩილ ბიძინაშვილი (საქართველო)               11.261

5. კოტე კოლიაშვილი (საქართველო)                  16.124

6. მირზა ფრუიძე (საქართველო)                         16.311

7. არტემ კაბაკოვი (რუსეთი)                                 17.565

8. გიორგი ბეჟიტაშვილი (საქართველო)            19.348

9. ოლეგ ჩებოტარევი (რუსეთი)                           20.515

10. ოთარ თავართქილაძე (საქართველო)           31.291

11. ლაშა ჭანტურია (საქართველო)                      46.253

12. სერგეი საკი (ბელარუსი)                                 50.826

13. გიორგი არჯევანიძე (საქართველო)             1 წრე

14. იური პაშკევიჩი (რუსეთი)                              1 წრე

15. ნიკო ცედერბერგი (ფინეთი)                           3 წრე

16. დავით კაკაბაძე (საქართველო)                      3 წრე

 

მეორე რბოლა

1. შოთა აფხაზავა (საქართველო)                         19:57.691

2. გიორგი არჯევანიძე (საქართველო)                0.967

3. ვიქტორ შაიტარი (რუსეთი)                              4.721

4. გიორგი ბეჟიტაშვილი (საქართველო)            6.271

5. ოლეგ ჩებოტარევი (რუსეთი)                           6.397

6. არჩილ ბიძინაშვილი (საქართველო)              14.406

7. დავით კაკაბაძე (საქართველო)                        14.421

8. არტემ კაბაკოვი (რუსეთი)                                 18.799

9. კოტე კოლიაშვილი (საქართველო)                  24.389

10. დათა ქაჯაია (საქართველო)                           35.119

11. სერგეი საკი (ბელარუსი)                                 37.471

12. ნიკო ცედერბერგი (ფინეთი)                           46.060

13. კახა აფციაური (საქართველო)                        50.506

14. ლაშა ჭანტურია (საქართველო)                      54.426

15. იური პაშკევიჩი (რუსეთი)                              1:48.577

16. მირზა ფრუიძე (საქართველო)                       4 წრე

17. ოთარ თავართქილაძე (საქართველო)           7 წრე

18. ზაზა ზოზიაშვილი (საქართველო)               10 წრე

 

მრბოლების კლასიფიკაცია

1. გიორგი ბეჟიტაშვილი (საქართველო)           265 (12)

2. დათა ქაჯაია (საქართველო)                             234 (8)

3. შოთა აფხაზავა (საქართველო)                         227 (0)

4. გიორგი არჯევანიძე (საქართველო)                221 (0)

5. არჩილ ბიძინაშვილი (საქართველო)               213 (14)

6. დავით კაკაბაძე (საქართველო)                        192 (0)

7. ლაშა ჭანტურია (საქართველო)                        141 (0)

8. ოლეგ ჩებოტარევი (რუსეთი)                           140 (8)

9. ვასილი ანტიპოვი (რუსეთი)                            118 (0)

10. კოტე კოლიაშვილი (საქართველო)                112 (6)

11. მირზა ფრუიძე (საქართველო)                       110 (7)

12. ზაზა ზოზიაშვილი (საქართველო)               68 (0)

13. კახა აფციაური (საქართველო)                        62 (0)

14. ვალერიან გაბუნია (საქართველო)                 58 (0)

15. ვიქტორ შაიტარი (რუსეთი)                            55 (47)

16. ბექა ბეშქენაძე (საქართველო)                          26 (2)

17. არტემ კაბაკოვი (რუსეთი)                               26 (12)

18. ლევან კობახიძე (საქართველო)                      23 (0)

19. მიხაელ მაკაროვსკი (რუსეთი)                        15 (1)

20. ეფიმ ლევი (რუსეთი)                                       14 (16)

21. ირაკლი ჩხეიძე (საქართველო)                       0 (36)

22. დმიტრი დობროვოლსკი (რუსეთი)              0 (34)

23. ალექსანდრ სმოლიარი (რუსეთი)                  0 (26)

24. ალექსეი მაიოროვი (რუსეთი)                        0 (14)

25. სერგეი საკი (ბელარუსი)                                 0 (10)

26. ოთარ თავართქილაძე (საქართველო)           0 (8)

27. ალექსანდრ ტიშჩენკო (რუსეთი)                   0 (6)

28. ნიკო ცედერბერგი (ფინეთი)                           0 (5)

29. იური პაშკევიჩი (რუსეთი)                              0 (3)

30. იური კიმი (რუსეთი)                                        0 (1)

31. იანი კუიუალა (ფინეთი)                                  0 (0)

 

გუნდური კლასიფიკაცია

1. გალფ რეისინგი (საქართველო)                        400 (18)

2. ART (საქართველო)                                             391 (0)

3. MIA ფორსი (საქართველო)                                370 (26)

4. VTB ბანკ რეისინგი (საქართველო)                  320 (13)

5. ლიბერტი ბანკ რეისინგი (საქართველო)        270 (16)

6. საზ. მაუწყებელი (საქართველო)                     159 (12)

7. F-მოტორსი (საქართველო)                                138 (0)

8. ოლსა ტიმ (რუსეთი)                                           122 (24)

9. აიმოლ რეისინგ (რუსეთი)                                 0 (89)

 

შენიშვნა: კლასიფიკაციებში ფრჩხილებში მითითებულია იმ ქულების რაოდენობა, რომლებიც რეგლამენტის შესაბამისად, უქმდება. რეგლამენტით, ყოველ პილოტს, სეზონის განმავლობაში ორი ყველაზე უარესი შედეგი უუქმდება (ფორმულაში ერთი უარესი შედეგი ჩამოიწერება) და საბოლოო ჩათვლაში, ეს ქულები მხედველობაში აღარ მიიღება, თუმცა თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ პილოტს ენიჭება, ვისაც მეტი ქულა ჩამოეწერა.

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_19.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091783