“ლივერპულს” ამ მატჩში 3 ქულა უნდა აეღო. ყოველ შემთხვევაში, მე-80 წუთამდე “წითლები” აშკარად ჯობნიდნენ სტუმრებს. ვესტბრომელი მცველები პირველ ტაიმში კიდევ უმკლავდებოდნენ მასპინძლებს, მაგრამ შესვენების შემდეგ ნამდვილი გამოცდის ჩაბარების დრო დაუდგათ. მატჩის გმირი სტუმართა 29 წლის მეკარე ბენ ფოსტერი გახდა. რამდენიმე ეპიზოდში მან მართლაც სასწაული ჩაიდინა. 77-ე წუთზე მსაჯმა ერთობ საკამათო პენალტი დანიშნა, როცა საჯარიმოში სუარესს, ფაქტობრივად, არავინ შეხებია, მაგრამ ურუგვაელმა ერთი ვაი-ვიში ატეხა და არბიტრმა ჯონათან მოსმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ჯერარდმა დაარტყა, მაგრამ ფოსტერმა აუღო. შემდგ კი წარმოუდგენელი რამ მოხდა. სტუმრებმა, რომელთაც მანამდე ხეირიანად ერთხელაც არ შეუტევიათ, ანგარიში გახსნეს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გარეთ მაკოლიმ თავი შეაგება და 0:1. მერე კი, უკვე წამატებულ წუთზე, ვესტბრომელების სწრაფი კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა 19 წლის ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ დააბოლოვა. 0:2 და “ლივერპული” ალბათ საბოლოოდ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ოცნებას.
“ეს არ იყო ჩვენი საღამო. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს გასამარჯვებლად, მაგრამ არ გაგვიმართლა. მათ ვერაფერს ვუსაყვედურებ”, – თქვა ნამატჩევს ლივერპულელთა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა. შეგახსენებთ, რომ “ვესტ ბრომვიჩმა” მერსისაიდელებს პირველ წრეში კიდევ უფრო დიდი ანგარიშით - 3:0 მოუგო. ლივერპულელებს ბარძაყმტკივანი ახალშენაძენი დენიელ სტარიჯი აკლდათ. სამაგიეროდ ვიხილეთ იანვარში იტალიური “ინტერიდან” 8,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად ნაყიდი 20 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიოს დებიუტი, რომელსაც თავი არაფრით გამოუჩენია. “ლივერპული” კი წვალობს, სტაბილურობა აკლია...
ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი 0:2
ლივერპული. “ენფილდი.” 44 752
ლივერპული: რეინა, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი (კოუტინიო 78), ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი (სტერლინგი 60), შელვი (ბორინი 60), სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, მაკოლი, რიდი, მორისონი, მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, დორანსი (ლუკაკუ 74), ლონგი (ფორტიუნე 87)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
გოლები: 0:1 მაკოლი (81), 0:2 ლუკაკუ (90)
77-ე წუთზე ჯერარდმა ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: სუარესი (90+4); რიდი (43), რიჯუელი (69), მორისონი (72), ბრანტი (73)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 15(9)-3(1), ჯარიმა: 9-9, თამაშგარე: 5-1, სეივი: 1-7, კუთხური: 13-5
27-ე ტური.
17 თებერვალი: ლივერპული – სუონსი
23 თებერვალი: ფულემი – სტოკი, არსენალი – ასტონ ვილა, ნორვიჩი – ევერტონი, ქპრ – მანჩესტერი, რედინგი – უიგანი, ვესტ ბრომი – სანდერლენდი
24 თებერვალი: სიტი – ჩელსი, ნიუკასლი – საუთჰემპტონი,
25 თებერვალი: ვესტ ჰემი – ტოტენჰემი
ბომბარდირები:
19 – რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)
17 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
15 – მიჩუ (“სუონსი”)
| 1. | მანჩესტერი | 26 | 21 | 2 | 3 | 62:31 | 65 |
| 2. | სიტი | 26 | 15 | 8 | 3 | 48:24 | 53 |
| 3. | ჩელსი | 26 | 14 | 7 | 5 | 55:28 | 49 |
| 4. | ტოტენჰემი | 26 | 14 | 6 | 6 | 44:30 | 48 |
| 5. | არსენალი | 26 | 12 | 8 | 6 | 50:29 | 44 |
| 6. | ევერტონი | 26 | 10 | 12 | 4 | 40:32 | 42 |
| 7. | სუონსი | 26 | 9 | 10 | 7 | 38:29 | 37 |
| 8. | ვესტ ბრომი | 26 | 11 | 4 | 11 | 36:35 | 37 |
| 9. | ლივერპული | 26 | 9 | 9 | 8 | 44:34 | 36 |
| 10. | სტოკი | 26 | 7 | 12 | 7 | 26:31 | 33 |
| 11. | ვესტ ჰემი | 26 | 8 | 6 | 12 | 29:38 | 30 |
| 12. | ფულემი | 26 | 7 | 8 | 11 | 36:42 | 29 |
| 13. | სანდერლენდი | 26 | 7 | 8 | 11 | 28:34 | 29 |
| 14. | ნორვიჩი | 26 | 6 | 11 | 9 | 25:40 | 29 |
| 15. | საუთჰემფტონი | 26 | 6 | 9 | 11 | 36:45 | 27 |
| 16. | ნიუკასლი | 26 | 7 | 6 | 13 | 34:46 | 27 |
| 17. | ასტონ ვილა | 26 | 5 | 9 | 12 | 25:50 | 24 |
| 18. | რიდინგი | 26 | 5 | 8 | 13 | 33:48 | 23 |
| 19. | უიგანი | 26 | 5 | 6 | 15 | 30:51 | 21 |
| 20. | ქპრ | 26 | 2 | 11 | 13 | 19:41 | 17 |
სოლომონ გულისაშვილი





