ავტოსპორტი

23:00 | 26.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

წვიმიან პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფი უებერი იყო

20 წლის წინ, სწორედ ბელგიის დიდ პრიზზე შედგა მიხაელ შუმახერის დებიუტი ფორმულა ერთში. მაშინ მან ”ჯორდანით” იასპარეზა და ფ1-ში შემთხვევის წყალობით მოხვდა - ”ჯორდანის” ბელგიელი (ლუქსემბურგში დაბადებული და საფრანგეთში მცხოვრები) ბერტრან გაშო ლონდონის ტაქსისტთან მომხდარი ინციდენტის გამო, სამი თვით ციხეში მოხვდა და ბელგიურ ეტაპზე, სწორედ ის შეცვალა შუმახერმა.

თავისი დებიუტის 20 წლის იუბილე შუმიმ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგით აღნიშნა. თუმცა იმის ილუზია სულაც არ აქვს, რომ იგივეს კვალიფიკაციასა და რბოლაშიც გაიმეორებს. ეს თუნდაც მეორე პრაქტიკამ აჩვენა, რომელზეც ლეგენდარულ გერმანელს მხოლოდ მე-11 შედეგი ჰქონდა. მისთვის საიუბილეო რბოლაში შუმახერი ოქროსფერი შლემით ასპარეზობს. მან და მისმა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა პირველი სესიის დასაწყისში გამშრალ ტრასაზე გამოსვლა მოასწრეს და ამის წყალობით, მეტოქეები, რომლებსაც სველ ტრასაზე ასპარეზობამ მოუწიათ, თითქმის 8 წამით ჩამოიტოვეს.

ორი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო დრო ”რედ ბულ რეისინგის” მარკ უებერმა აჩვენა, რომელმაც ყველაზე კარგად აუღო ალღო წვიმით დასველებულ ტრასას. სხვათა შორის, უებერს, ვინც სპა-ზე პოული შარშანაც აიღო, შაბათს 35 წელი უსრულდება.

უნდა ითქვას, რომ ორივე სესიის დროს წვიმდა, თუმცა მეორეს მიწურულს ტრასა შედარებით გაშრა და უებერმაც შეცვლილ კონდიციებს პურველმა აუღო ალღო. ასეთ პირობებში, მეორე შედეგი ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, შემდეგ კი საუკეთესონი ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი იყვნენ.

 

ბელგიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:54.355

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:54.829

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               2:02.740

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            2:03.752

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         2:04.301

6. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)               2:04.663

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            2:04.728

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)                        2:05.391

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          2:06.583

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       2:06.886

11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               2:07.055

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         2:07.481

13. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    2:08.233

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          2:08.239

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    2:08.918

16. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  2:09.792

17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2:12.278

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                2:12.389

19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2:12.772

20. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          2:13.058

21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 2:13.090

22. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         2:13.601

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                2:14.340

24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)                       2:14.933

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:50.321

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:50.461

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.770

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:50.838

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:51.218

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:51.242

7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:51.655

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:51.725

9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:51.751

10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:51.790

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:51.922

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:52.750

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:52.780

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:52.911

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:53.009

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:53.156

17. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                 1:53.835

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    1:55.051

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:55.494

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:56.202

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:56.816

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:57.450

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)                       1:57.612

24. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         2:02.234

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159829