ავტოსპორტი

20:59 | 7.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

წვიმიანი საკვალიფიკაციო ლატარეა ალონსომ მოიგო

ისევ ალონსო და „ფერარი“. თუმცა, „ფერარისთვის“ ეს ისევ კი არა, 2010 წლის სინგაპურის დდი პრიზის შემდეგ, პირველი პოულ პოზიციაა. რაც შეეხება ლატარეას, ხომ გაგიგიათ, რომ ძლიერებს უმართლებთ... მოკლედ, ალონსომ და კვიცებმა ხომ ჯერ ვალენსიას პაპანაქებაში მიაღწიეს გამარჯვებას და ახლა, ალბიონურ კოკიპირულ წვიმაშიც, საუკეთესოები იყვნენ. „ფერარის“ წინსვლა მით უფრო თვალშისაცემია, რომ კვალიფიკაცია მოწინავე ხუთეულში ბრაზილიელმა ფელიპე მასამაც დაასრულა.

„ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია რბოლამ. არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით ფასობს მტკიცე ნერვები“, განაცხადა ალონსომ, რომელსაც კვალიფიკაციაშიც და თავისუფალი პრაქტიკების დროსაც, სველ ტრასაზე რამდენიმე ინციდენტი ჰქონდა, მაგრამ საჭირო მომენტში სილვერსტოუნის წრე ყველაზე სწრაფად გაიარა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის შარშანდელი რბოლაც სწორედ ალონსომ მოიგო.

სტარტზე ალონსოს გვერდზე დადგება „რედ ბულის“ ავსტრალილი მარკ უებერი, ვინც ჩემპიონატის ესპანელი ლიდერის უახლოესი მდევარია. მათ მხოლოდ 20 ქულა აშორებს. მესამე უსწრაფესი მიხაელ შუმახერი იყო, რომელმაც უკან ჩამოიტოვა სებასტიან ფეტელი. დანარჩენები კი, ალბათ წვიმის გამო, ამ ოთხეულს თითქმის წამით, ან მეტით ჩამორჩნენ. საინტერესოა ისიც, რომ მოწინავე ოთხეულს ბრიტანული რბოლა ერთხელ მაინც აქვს მოგებული.

ძლიერი წვიმის გამო, კვალიფიკაცია მეორე სექციის მიწურულს შეწყდა. მრბოლებს და გუნდებს უქმედ ყოფნამ სათნახევარი მოუწია. ალონსო მათ შორის იყო, ვინც კვალიფიკაციის საბოლოოდ შეწყვეტას მოითხოვდა. მაგრამ საქმეს სინოპტიკოსებმა უშველეს, რომლებმაც წვიმის შეწყვეტა იწინასწარმეტყველეს.

მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა ლუის ჰამილტონი - ბოლო ბრიტანელი, ვისაც საშინაო რბოლა აქვს მოგებული. მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა კი პირველი საკვალიფიკაციო ბარიერიც კი ვერ გადალახა. მართალია, ის მხოლოდ მე-18 ადგილს დასჯერდა, მარგამ წინ მყოფ მეტოქეთა ჩამოქვეითებამ (სხვადასხვა მიზეზით), ორი ადგილი მოაგებინა.

„წინა ბორბლები ვერაფრით გავახურე. ტრასაზე გამოსვლამდეც ამაზე ვფიქრობდი. ჩემი ცუდი დროც ამის შედეგია. ამ სეზონში ასეთ რამეს შეცვეული ვარ. ამიტომ, არც ეს ჩავარდნა გამკვირვებია. ვიცი, რომ წვიმაში კარგად გამოსვლა შემიძლია“, - ამბობს ბრიტანელი, ვინც შარშან, კანადური დიდი პრიზი, რომლის რესტარტზეც ბოლო ადგილზე იყო და მაინც, ფინიშთან პირველი მივიდა.

წვიმის გამო, მაყურებელს უამრავი პრობლემა შეექმნა. განსაკუთრებით ისინი გაწვალდნენ, ვისაც მანქანის პარკირების ბილეთიც ჰქონდა. ამის მიუხედავად, ტრიბუნა ბევრგან სავსე იყო. რბოლისთვის კი ორგანიზატორები 125 000 მაყურებელს ელიან...

 

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:51.746

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:51.793

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:52.020

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)  1:52.199

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:53.065

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)               1:53.290

7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:53.539

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:53.543

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:54.382

10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  დროის გარეშე

- - - - - - - - - -

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:57.009

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)             1:57.071

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:57.108

14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:57.132

15. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)             1:57.426

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:57.719

17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:57.895

- - - - - - - - - -

18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)   1:48.044

19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:49.027

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)   1:49.477

21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:51.618

22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:52.742

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:53.040

კ.გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)              1:54.143

შენიშვნა: კ.გ. - კვალიფიკაციის გარეშე

 

სასტარტო რიგი

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)

7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)

10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)

12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)

13. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)

15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)

16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)

18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)

20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)

21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)

22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)

23. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)

24. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)

 

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093585