60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. რეპეშაჟის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა თურქ მუნირ რეჯეფ აქთაშს პირველ პერიოდში 3:1 მოუგო, მეორეში კი 6 ქულა 55 წამში აუღო და საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა.
რეპეშაჟის ფინალში ხინჩეგაშვილი ძირითადი ბადის ნახევარფინალიდან გადაერთო, რუსეთის ნაკრების წევრ ოპან სატთან წაგების შემდეგ. იქამდე კი ესტონელი ალექსეი ბასკაკოვი და აზერბაიჯანელი გაჯი ალიევი ჩამოიცილა.







